B Designe - განახლებული ქართული ბრენდი, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტზე - კვირის პალიტრა

B Designe - განახლებული ქართული ბრენდი, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტზე

ვინ თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მუშაობა და მომხმარებლისთვის სრული კომფორტის შექმნა შეუძლია? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ქართულ ბაზარზე განახლებული, თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქიური საწარმო გაიხსნა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

B Designe - კომპანია, რომელიც ერთდროულად ავეჯის, მეტალო პლასტმასის კარფანჯრების, რკინის კონსტრუქციებისა და ალუმინის პროდუქციაზე მუშაობს. დიღმის ტერიტორიაზე შექმნილი ახალი საწარმო, უკვე 32 ადამიანს ასაქმებს და თავის ახალ და ერთგულ მომხმარებლებს კომფორტის მთლიან ჯაჭვს სთავაზობს.

საქართველოში წარმოებული, ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის ავეჯი, რომლის შეძენის მსურველებს საწარმოს 5 წლიანი გარანტია და გადახდის განვადების სისტემა გელოდებათ. ადგილზე მისულებს დაგხვდებათ მუდმივად განახლებადი შოუ რუმი, სადაც მაღალი დონის პროფესიონალები მოგემსახურებიან, ასევე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თვითონ მუშაობის პროცესს, აქ არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე, საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომელთა ამომავალი წერტილი კმაყოფილი კლიენტი და დახვეწილი, მაღალი ხარისხის პროდუქციაა.

უნდა აღინიშნოს, რომ მისულებს, არ შეგაწუხებთ პარკინგის პრობლემა, რომელიც საკმაოდ გამძაფრებულია დღევანდელი თბილისის პირობებში, საწარმოში დაგხვდებათ სპეციალისტი, რომელიც გაგიკეთებთ სასურველი პროდუქციის 3D ნახაზებს, რომელსაც ბოლომდე დაამუშავებს, სანამ თქვენთვის სასურველ შედეგს არ მიიღებთ, ასევე სასიხარულოა, რომ ამ პროფილის ქართულ კომპანიაში, თქვენ საღამოს 9 საათამდე შეგიძლიათ მისვლა.

თუკი სახლს აშენებთ, არემონტებთ, ან უბრალოდ კომფორტის შექმნა გადაწყვიტეთ, B Designe თქვენთვისაა. მრავალპროფილიანი სამუშაოებიდან გამომდინარე, რომლებიც მშენებლობისა და რემონტის სრული ციკლისთვის აუცილებელია, თქვენ ერთ სივრცეში გიწევენ მაღალი ხარისხის მომსახურეობას, მოდიან ადგილზე და სრულიად უფასოდ ატარებენ აზომვით სამუშაოებს, ყურადსაღები ფაქტია, რომ რაც მეტი მიმართულებით გადაწყვეტთ მათთან ურთიერთობას, მით უფრო იზრდება ფასდაკლების პროცენტები.

თქვენ მხოლოდ მიდიხართ, უკვეთავთ, იხდით ნებისმიერი სისტემით, იქნება ეს ბარათი, ნაღდი ფული თუ განვადება, B Designe მუშაობს მუხლჩაუხრელად და მინიმალურ ვადაში, სრულიად უფასოდ, პროდუქტი თქვენს კარამდე მოაქვს და გიმონტაჟებთ.

დამატებით ინფორმაციისათვის ეწვიეთ მათ სოციალურ ქსელს:

http://www.bdesigne.ge/

https://www.facebook.com/bdesigne

ან დაუკავშირდით ნომერზე:

2 040 200

555 707 200

მისამართი:

ფარსადანის ქუჩა 10 (აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ )

R