რატომ ვუყურებ "პალიტრანიუსს"? - კვირის პალიტრა

რატომ ვუყურებ "პალიტრანიუსს"?

"ჩვენი დასისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ "პალიტრანიუსი" ყოველთვის აშუქებს ჩვენს პრემიერებს და მხარაში გვიდგას"

ნინო ანანიაშვილი, პრიმა-ბალერინა:

"ჩვენი დასისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ "პალიტრანიუსი" ყოველთვის აშუქებს ჩვენს პრემიერებს და მხარაში გვიდგას. მთელი სეზონის განმავლობაში დიდი იმედი გვაქვს მისი მხარდაჭერისა".

ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში: "ძალიან მომწონს "პალიტრანიუსი", როდესაც მაქვს დრო და საშუალება, ყოველთვის ვუყურებ. ჩემი აზრით, ძალიან ოპერატიულად აწოდებს ინფორმაციას მაყურებელს".

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი: "ამ ტელევიზიას აქვს ძალიან მკაფიო პრიორიტეტები, რომლებიც მაყურებლის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ძალიან ნაკლებია უხილავი ხელი, რომელიც ახარისხებს ინფორმაციას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. აქ არის მაღალი ხარისხის ობიექტურობა, ადეკვატურობა, ოპერატიულობა".

ნინო ბურჯანაძე, პოლიტიკოსი: "პალიტრანიუსი" დღესდღეობით არის მაქსიმალურად ობიექტური. ეს ტელევიზია ცდილობს, სხვადასხვა შეხედულების პოლიტიკოსების თუ პოლიტიკური ძალების ხედვები აჩვენოს საზოგადოებას და მათ თავად მისცეს შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ვინ ამბობს მართალს და ვის პოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი საზოგადოებამ".

უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი: "პალიტრანიუსი" გვაძლევს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ მრავალფეროვან და საკმაოდ ოპერატიულ ინფორმაციას".