10 წიგნი, რომელიც უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს - კვირის პალიტრა

10 წიგნი, რომელიც უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს

სიყვარულის დღეს უამრავი საჩუქრით შეგიძლია დაამახსოვრო თავი საყვარელ ადამიანს, რომანტიული ვახშმით დაწყებული სუნამოთი დამთავრებული.

თუმცა მხოლოდ ერთი საჩუქარი, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი და ისეთივე ხანგრძლივად მოქმედია როგორიც თვითონ სიყვარული- ეს არის წიგნი.

დიახ ყველა ოცნებობს ისეთ სასიყვარულო თავგადასავლებზე როგორიც წიგნებშია და რამდენიც არ უნდა წაიკითხო მაინც არასოდეს გბეზრდება სხვადასხვა მწერლის თვალით დანახული სასიყვარულო ისტორიების კითხვა.

იქნებ სწორედ აქედან გამომდინარე ყველაზე მართებულია საყვარელ ადამიანს აჩუქო მსგავსი წიგნი ამ დღეს. შევეცადე მსოფლიოში არსებული უამრავი სასიყვარულო რომანისგან შემერჩია 10საუკეთესო, რომელიც აუცილებლად უნდა აჩუქო საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღეს.

1 ნიკოლას სპარქსი - არჩევანი

თრევისის ცხოვრება ერთი დიდი ატრაქციონია: გართობა, სპორტი, თევზაობა – ის, რასაც "ნამდვილი მამაკაცები" ირჩევენ. პარკერს სიყვარულის არ სჯერა. და არც ეძებს. თუმცა, გაბი ჰოლანდთან შეხვედრის შემდეგ თრევისი საკუთარ ბედისწერას ცვლის! ექსტრემალი თრევისი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გაბი – ბედნიერი ქორწინება და საუცხოო ოჯახი. სიყვარული.

2. ემილ ზოლა - ქალთა ბედნიერება

პარიზის ამ მონასტრის შემქმნელი, ქალთა მცოდნეობის ,,პროფესორი" ოქტავ მურე წარმატებას საკუთარ ფილოსოფიას უმადლის - ქალები მისი ცდუნების მსხვერპლნი ხდებიან, რადგან გიჟურ მოდას აყოლილნი, ოჯახის ბიუჯეტს ანადგურებენ. მისი მაღაზიისთვის ქალი დედოფალია, რომელსაც ელაქუცებიან, ყურადღებას არ აკლებენ და მის სისუსტეს ბოროტად იყენებენ.

3. მ.ლ. სტედმანი - სინათლე ოკეანეებს შორის

მოქმედება ვითარდება ავსტარალიის კუნძულზე, მას შემდეგ, რაც დასრულდა პირველი მსოფლიო ომი.ოკეანის სანაპიროსთან ცხოვრობს ცოლ-ქმარი, რომლებიც დაინახავენ ნავს, რომელშიც გარდაცვლილი მამაკაცი და პატარა ბავშვი არიან. წყვილი გადაწყვეტს გაზარდონ ბავშვი, თუმცა მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებას.

4. ზოი საგი - ონლაინ გოგო

პენის საიდუმლო აქვს, ის ბლოგერი ხდება და იწყებს წერას მეგობრობაზე, ბიჭებზე, სკოლის ამბებზე, თავის არაჩვეულებრივ ოჯახსა და შიშზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია და მოსვენებას უკარგავს. ვინაიდან პენის ამ თემებზე საუბარი ღიად არ სურს, ფსევდონიმს ირჩევს – ონლაინ გოგო.

5. კირა კასი - შერჩევა

ამერიკა სინგერისთვის კონკურსში მონაწილეობა მძიმესა სჯელია. მას არ უნდა სახლიდან წასვლა, გვირგვინისთვის და უნდობელ ბრძოლაში ჩაბმა და ცხოვრება სასახლეში, რომელსაც მეამბოხეები გამუდმებით ესხმიან თავს. სამეფო კარზე ამერიკა პრინც მაქსონს გაიცნობს. ეს ბედისწერის შემობრუნებაა. გოგონა იმაზე ეჭვობს, რისაც აქამდე გულით სწამდა. და ხვდება, რომ ოცნება მიღმა სამყაროში იფანტება, მომავალი კი სულ სხვა იქნება.

6. ფრანსუაზ საგანი - გიყვართ ბრამსი?!

რომანში მოცემულია ფრანგი ახალგაზრდობის ერთი წრის ცხოვრება - მოწყენილი, უპერსპექტივო და უიმედო.

7. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეთსბი

ეს არის ერთი მამაკაცის და ერთი ქალის დიდი ამბავი, ანუ უჩვეულო სიყვარულის ისტორია. მილიონერი ჯეი გეტსბი წლების განავლობაში ეძებს დაკარგულ საყვარელ ქალს და სჯერა მისი ერთგულებისა. იპოვის კიდეც, მაგრამ იგი ამ დროს უკვე სხვისი მეუღლეა. ერთი ქარაფშუტა ქალი, თუმცა კი შეყვარებული გეტსბისთვის ის რთადერთი და განუმეორებელი.

8. ენ, შარლოტა და ემილი ბრონტეები- ჯეინ ეარი

ჯეინ ეარის პერსონაჟი მის ტერრო ჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა.

ქარიშხლიანი უღელტეხილი-ასეთი სულის შემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კივიფიქრე, ეს ბრონტეები ვინყოფილან-მეთქი"

9. ერიხ მარია რემარკი - ლისაბონის ღამე

ევროპა მეორე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ნაციზმი მძლავრობს და მთელ ხალხებსა და ქვეყნებს აჩანაგებს, ადამიანებს კი ართმევს უკანასკნელს – პატივს და ღირსებას – აიძულებს მიატოვონ საკუთარი სამშობლო და სხვა ქვეყნებში გადაიხვეწონ. ერიხ მარია რემარკის გმირების სულიერი სამყარო და დატრიალებული უბედურება საბედისწეროდ ერწყმის ერთმანეთს. სიყვარულის ამბავი, სადაც ვერ შეხვდებით პოლიტიკურ ლოზუნგებსა და პათეტიკას. ეს რემარკის შეუდარებელი ოსტატობით არაერთგზის აღწერილი "დაკარგული თაობის" კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ამბავია.

10. ელიზაბეტ გილბერტი - ჭამე, ილოცე, შეიყვარე

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" ავტობიოგრაფიული რომანია. ელიზაბეტი მტკიცედ გადაწყვეტს, იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ამდენად, ის იწყებს ძიებას... რომში ის თავის ნებაზემ იუშვებს, ინდოეთში კი სულის განწმენდას ჰპოვებს... საბოლოოდ კუნძულ ბალიზე მცხოვრები ექიმბაში ახალგზას დაანახვებს სიმშვიდისკენ მიმავალ გზას და კვლავ გაუღვივებს სიყვარულის სურვილს.