„თეგეტა მოტორსი“ ხვალ ბაქოში ფილიალს ხსნის - კვირის პალიტრა

„თეგეტა მოტორსი“ ხვალ ბაქოში ფილიალს ხსნის

„თეგეტა მოტორსი“ ხვალ ბაქოში ფილიალს ხსნის. როგორც „თეგეტა მოტორსიდან“ გვაცნობეს, კომპანია ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექნიკურ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს შესთავაზებს. შოურუმში წარმოდგენილი იქნება საბურავები, ზეთები, ფილტრები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე, სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები, სერვისის დანადგარები, ინსტრუმენტები და საავტომობილო აქსესუარები. „თეგეტა მოტორსის“ აღნიშნულ ფილიალში ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება ექნება, ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მიიღოს მომსახურების უმაღლესი სტანდარტი და კომფორტული გარემო.

„თეგეტა მოტორსი“ პირველი ქართული კომპანიაა ავტოინდუსტრიაში, რომელიც საკუთარ წარმომადგენლობას საზღვრებს გარეთ გახსნის. „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია, ქართულ ბაზარზე საქმიანობს და არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული პროდუქციის - საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.