"გაფრთხილება: ეს ძალიან საშიშია. რა შეიძლება იმალებოდეს შავ კარადაში? - კვირის პალიტრა

"გაფრთხილება: ეს ძალიან საშიშია. რა შეიძლება იმალებოდეს შავ კარადაში?

ერთ ბნელ, ბნელ ტყეში იდგა შავი, შავი სახლი.

ამ შავ, შავ სახლში იყო შავი, შავი ოთახი.

ამ შავ, შავ ოთახში იდგა შავი, შავი კარადა.

ამ შავ, შავ კარადაში იმალებოდა...

ყველა ადამიანი სხვადასხვა ნივთს ინახავს კარადაში, ზოგი ბავშვობის მოგონებებს მოუყრის ერთ ყუთში თავს, ზოგი ფოტოალბომებში შენახულ წარსულ ემოციებს, ზოგიც ბებოს მიერ გადანახული ნუგბარს. თუმცა რუთ უეარის ბესტსელერში- "ერთ ბნელ, ბნელ ტყეში", საქმე სულ სხვაგვარადაა...

კრიმინალური მწერალი ლეონორა კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა, თუმცა როდესაც მისი წლების მანძილზე უნახავი მეგობარი დასვენების დღეების ქალაქგარეთ გატარებას შესთავაზებს თანხმდება მას და მიჰყვება. რამოდენიმე საათის შემდეგ ლეონორა საავადმყოფოში, მძიმედ დაშავებული მოდის გონს და ერთი შეკითხვა უტრიალებს თავში: "რა გავაკეთე?" გამოფხიზლებული ლეონორა ცდილობს ერთმანეთს მიაბას მომხდარი მოვლენები და აღიდგინოს რა მოხდა გასულ დღეებში...

... ჰოდა ასე! იმ შავ, შავ სახლში არის შავი, შავი ოთახი, სადაც ტრაგედია მოხდა- ტრაგედია, რომლის საიდუმლოს ამოცნობას ტკივილიანი წარსულის გახსენება სჭირდება.

"ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის შედევრი", "დაძაბული, ჩახლართული სიუჟეტი, რომელიც ამოსუნთქვის საშუალებას არ მოგცემთ", "საიდუმლოებებით მოცული თრილერი", "ისტორია ქალური მეგობრობისა და ღალატის შესახებ"- ასე შეაფასეს წიგნი სხვადასხვა გამოცემებმა და ჟურნალებმა. The New York Journal of Books-მა კი დაწერა: "გაფრთხილება: ეს წიგნი ძალიან საშიშია. არ წაიკითხოთ ღამით, ან მაშინ, როდესაც ბნელ, ბნელ ტყეში ხართ.

წიგნმა მალე მოიპოვა პოპულარობა და ბესტსელერის სტატუსი. იგი NPR-ის გამოკითხვაში 2015 წლის საუკეთესო წიგნად დაასახელეს, "ინდეფენდენტმა" და "ნიუ-იორკ თაიმსმა" კი ,,წლის საუკეთესო თრილერად" აღიარეს.ნომინირებული იყო ასევე "ბრიტანული წიგნის ინდუსტრიის" პრემიაზე, როგორც საუკეთესო დებიუტი.

რუთ უეარის ბესტსელერი 40 ენაზეა თარგმნილი, მათ შორის ქართულად. იგი პალიტრა L-მა გამოსცა "ტოპ თრილერის"სერიის ფარგლებში. ასერომ ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის მოყვარულებო მიყევით წიგნის სიუჟეტს ფეხდაფეხ და იპოვეთ რა იმალება შავ, შავ კარადაში.