დედის გახარება მარტში ვესტელმა გაა-მარტ-ივა! - კვირის პალიტრა

დედის გახარება მარტში ვესტელმა გაა-მარტ-ივა!

ტექნიკის მწარმოებელმა ბრენდმა ვესტელმა მარტში უპრეცედენტო კონკურსი განახორციელა. კომპანიის მენეჯმენტმა სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე გაბნეულ შვილებს მისცა საშუალება მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის და თხრობის უნარების წყალობით, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე, თავად ეზრუნათ თავიანთ საუკეთესო დედებზე და ვესტელის მსოფლიო რეკორდსმენი ტექნიკა ეჩუქებინათ.

კონკურსის პირობების თანახმად, 19 წლამდე ბავშვებს 1-დან 8 მარტის ჩათვლით შეეძლოთ გამოეგზავნათ წერილი სათაურით „დე, შენ საუკეთესო ხარ“. მათი მთავარი ამოცანა იყო, კრეატიულად, განსხვავებულად და საინტერესოდ მოეყოლათ ყველასთვის, რატომ არის მათი დედა საუკეთესო. კონკურსმა პირველივე დღიდან უდიდესი დაინტერესება და ჩართულობა გამოიწვია. სულ მიღებულ იქნა 254 წერილი. აქტიურობდნენ კონკურსანტების მშობლებიც, მეგობრები და მონაწილეების გულშემატკივრები. 9 მარტს კომპანიის მენეჯმენტმა ოთხი გამარჯვებული გამოავლინა. ყველაზე კრეატიული შვილების ტიტული 9 წლის ქრისტინე გოჩიაშვილმა და 13 წლის გიგი კუპრავამ მიიღეს, ყველაზე მზრუნველი შვილების წოდებით კი 10 წლის მარიამ აბაშიძე და 13 წლის მართა მელაძე დაჯილდოვდნენ.

ორი ყველაზე კრეატიული შვილის დედებს საჩუქრად გადაეცათ ვესტელის მსოფლიო რეკორდსმენი ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ხოლო ორი ყველაზე მზრუნველი შვილის დედებს ასევე ვესტელის მსოფლიო რეკორდსმენი სარეცხი მანქანები. ვესტელის მენეჯმენტი ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ტექნიკა ბაზარზე ფაქტობრივად უკონკურენტოა, ხოლო ქალბატონები სწორედ ასეთ საუკეთესო საჩუქარს იმსახურებენ.

2017 წლიდან ვესტელმა მომხმარებლებს ბაზარზე უკონკურენტო, უახლესი მოდელის მსოფლიო რეკორდსმენი ჭურჭლის სარეცხი და სარეცხი მანქანები შესთავაზა. სარეცხი მანქანები აღჭურვილია Pyrojet სისტემით, რომელიც ეკონომიურ, ჩუმ და სწრაფ რეცხვას უზრუნველყოფს რისთვისაც აღნიშნული სარეცხი მანქანა მოიხმარს წელიწადში მხოლოდ 58 კვტ. ელ. ენერგიას, რაც სხვა მანქანების მიერ მოხმარებულ ელ. ენერგიაზე 5-ჯერ ნაკლებია. უკონკურენტოა უახლესი მოდელის ჭურჭლის სარეცხი მანქანაც, რომელიც აღჭურვილია ეკო პროგრამით და 14 პერსონისთვის განკუთვნილი ჭურჭლის გასარეცხად მხოლოდ 5.5 ლიტრ წყალს და 0.66 კვტ. ელ. ენერგიას მოიხმარს. ტექნიკას აქვს ხუთწლიანი საგარანტიო მომსახურება, ასევე მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო მიტანის და მონტაჟის სერვისით.

ვესტელი უკვე 17 წელია ქართველ მომხმარებელს ევროპული სტანდარტების შესაბამის ტექნიკას სთავაზობს. საქართველოში ვესტელს ამ დროისთვის 13 მაღაზია და 50-მდე სადილერო ქსელი აქვს. კომპანიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება 1983 წლიდან დაიწყო და მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების ინოვაციურობის და სრულყოფის მიზნით. ვესტელის საწარმოები 1 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 14 000 ადამიანს აღემატება. წარმოებული ტექნიკის ექსპორტი მსოფლიოს 140 ქვეყანაში ხორციელდება.

R