”პრივატ ამბულანსი” უახლოესი გეგმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. - კვირის პალიტრა

”პრივატ ამბულანსი” უახლოესი გეგმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია ”პრივატ ამბულანსი” უახლოესი გეგმების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ერთი კვირაც არ არის გასული, რაც სასწარფო სამედიცინო დახმარების კომპანია „პრივატ ამბულანსი“, საცალო ბაზარზე გააქტიურდა და მოსახლეობას მრავალი ინოვაციური მომსახურება შესთავაზა.

საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესის გამო „პრივატ ამბულანსი“ უახლოეს პერსპექტივებს აანონსებს.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ”პრივატ ამბულანსმა” სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით, შესაბამისი წესით უკვე მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ უფლების მოსაპოვებლად, დანერგილი მაღალი სტანდარტების მიუხედავად, ყველა პირობას დააკმაყოფილებენ.

ასევე იგეგმება არსებული ავტოპარკის მნიშვნელოვნი გაზრდა და რაც მთავარია, სერვისების, მოსახლეობისათვის, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, იგეგმება ტერიტორიული დაფარვის არეალის მნიშვნელოვნად გაფართოება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სტარტმა, მოლოდინს გადააჭარბა.

”ბინაზე ამბულატორიული სერვისების ორგანიზებამ და მიწოდებამ, უზრუნველყო დღევანდელ რელობაში ყველაზე მნიშვნელოვანი დეფიციტის - მომხმარებლის დროის დაზოგვა და ამ მხრივ შექმნილი კომფორტით, უამრავ სამადლობელ შეტყობინებებს ვიღებთ კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით.ჩვენ, ერთხელ უკვე ავღნიშნეთ და კიდევ გავმეორდებით, რომ საქართველოში არსებული სახელმწიფო სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ხარისხის მაღალი სტანდარტები, მხოლოდ სასიკეთოდ ადგება ჩვენს სამსახურს და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ ხარისხის შესანარჩუნებლად”, - აცხადებენ კომპანიაში.

ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2 220 220

ასევე დაგვიკავშირდით "ფეისბუკზე"

R