„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“ - კვირის პალიტრა

„ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“

20-21 აპრილს საქართველო მასპინძლობს ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) რეგიონულ კვირეულს. 2017 წელს ევროპული კვლევების საბჭო (ERC) 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებების „ევროპული კვლევების საბჭოს ათი წელი: საუკეთესო მკვლევართა მხარდაჭერა ევროპაში“, ორგანიზატორები არიან ევროპული კვლევების საბჭო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. კონფერენცია და საინფორმაციო დღე გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, აუდიტორია N115.

ამ განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით, იგეგმება ERC-ის პირველი ოფიციალური ვიზიტი აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) რეგიონში, რომლის ჩართულობაც ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტ 2020“-ის ფარგლებში დღითიდღე იზრდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ მეცნიერებისა და კვლევის პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ოფიციალური პირები აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან (მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო). კონფერენციას და საინფორმაციო ღონისძებას დაესწრებიან ოფიციალური პირები ევროპული კვლევების საბჭოდან (პროფ. ევა კონდოროსი - Prof. Eva Kondorosi, ევროპული კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ევროპული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებში) მოწვეული ექსპერტები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან (პროფ. მარია მაკაროვი - Prof. Marja Makarow, ევროკავშირის ექსპერტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით), ქართველი მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრებიდან (პროფ. გია დვალი, პროფ. ზაალ კოკაია), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროკავსირის დელეგაციის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს უნივერსიტეტების რექტორები.

ERC-ის კვირეული მიზნად ისახავს: საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მონაწილეობის გაზრდას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მიერ ადმინისტრირებულ კონკურსებში; დაფინანსების შესაძლებლობებისა და გამოწვევების ერთობლივი ანალიზისთვის ERC-ის ოფიციალურ პირებს, ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორებს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების გამოჩენილ მეცნიერებსა და რეგიონის მაღალი დონის ოფიციალურ პირებს შორის დიალოგის ხელშეწყობას, გამოცდილების გაზიარებას; ინტერაქციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) წარმომადგენლებთან. ღონისძიება დაეხმარება მონაწილე ქვეყნებს გააძლიერონ მეცნიერების ინსტიტუციური მხარდაჭერა და წაახალისონ მათი აქტიური მონაწილეობა ევროპული კვლევითი საბჭოს საგრანტო კონკურსებში. ღონისძიებაზე შეჯამდება ევროპული კვლევების საბჭოს საქმიანობა და განიხილება ERC-ის პროგრამებში აღმოსავლეთის პარტნიორობის (EaP) რეგიონის მეცნიერთა მონაწილეობის გაფართოებისა და დაფინანსების შესაძლებლობები.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ERC-ის მიერ მხარდაჭერილი გამორჩეული პროექტები, რომლებიც ასახავენ ვროპული კვლევების საბჭოს ხედვას, განვითარებას, კომუნიკაციას საზოგადოებასთან, ინოვაციას.

დღის წესრიგი იხილეთ შემდეგ ბმულზე.

R