"ელიტ ელექტრონიქსი" სმარტფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე კამპანიას "მარტო შენთვის" იწყებს - კვირის პალიტრა

"ელიტ ელექტრონიქსი" სმარტფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე კამპანიას "მარტო შენთვის" იწყებს

"ელიტ ელექტრონიქსი" სმარტფონებსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე საიმიჯო კამპანიას "მარტო შენთვის" იწყებს.

როგორც "ელიტ ელექტრონიქსიდან" გვაცნობეს, ახალი კამპანიის მთავარი მიზანია ახალგაზრდა და ამბიციურ მომხმარებლებს მიაწოდოს მათზე მორგებული პროდუქტი ფუნქციონალური და ტექნიკური კუთხით. "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება. მაღალკვალიფიციური კონსულტანტები უზრუნველყოფენ გააცნონ დეტალური ინფორმაცია პროდუქტის ტექნიკური მახასიათებლებისა და ფუნქციების შესახებ: https://vimeo.com/213702409.

"ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს ბაზარზე მობილურებისა და კომპიუტერული ტექნიკის მიმართულებით წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, როგორებიც გახლავთ: Samsung, Apple, Huawei, HP, Alcatel, Lenovo, Acer, Asus და სხვა. "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოში ინოვატორი კომპანიაა ტექნიკის დარგში და ყოველთვის პირველი უზრუნველყოფს მიაწოდოს მომხარებელს ტექნიკური და ტექნოლოგიური სიახლეები.

"ელიტ ელექტრონიქსი" წარმოადგენს საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდეს რეალიზატორს, რომელიც 21 წელია საქმიანობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით და ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით.

R