საქართველოში აჯიბადემის ოფიციალური ოფისი გაიხსნა - კვირის პალიტრა

საქართველოში აჯიბადემის ოფიციალური ოფისი გაიხსნა

26 აპრილს საქართველოში აჯიბადემის ოფიციალური ოფისი გაიხსნა. დღეიდან ქართველ პაციენტებს საშუალება აქვთ მსოფლიო დონის სტანდარტებით იმკურნალონ, რომელსაც საზოგადოებას აჯიბადემის ქსელი სთავაზობს. საქართველოს ოფისში პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას უფასოდ. აჯიბადემის ქართული ოფისი იქნება ხიდი საქართველოსა და აჯიბადემს შორის: ქართველი პაციენტები ოფისის დახმარებით მიიღებენ ისეთ სამედიცინო მომსახურეობას, რომელიც საქათველოში ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

მნიშვნელოვანია, რომ აჯიბადემის სამედიცინო ქსელში უამრავი ადამიანი მკურნალობს. 2016 წელს დაახლოებით 4 500 00 ადამიანმა ჩაიტარა მკურნალობა. მათ შორის 30 000 პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან იყო ჩასული.

საქართველოში აჯიბადემის ოფიციალური ოფისის გახსნამდე, ქართველ პაციენტებს სტამბოლის სათაო ოფისთან უწევდათ დაკავშირება, დღეიდან კი მათ სამედიცინო მომსახურეობის მიღება უფრო გაუმარტივდებათ.

აჯიბადემის სამედიცინო ცენტრი ქართველ ექიმებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს გაიღმაონ ცოდნა. ქართველი ექიმები შეძებენ აიმაღლონ კვალიფიკაცია, ხოლო ქართველი სტუდენტები შეძლებენ დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს და მიიღონ მსოფლო დონის სამედიცინო ცოდნა.

მურატ პეკმზოღლუ, აჯიბადემის ბიზნესის განიტარების დირექტორი:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მომეცა და ვხვდები საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას. აჯიბადენის სამედიცინო ჯგუფით ურქეთის წამყვანი ორგანიზაციაა. მას აქვს 22 საავადმყოფო და 19 სამედიცინო ცენტრი. ჩვენ სამედიცინო ცენტრები გახსნილი გვაქვს ჰოლანდიაში, მაკედონიაში, ერაყში და სხვა ქვეყნებში. აჯიბადენის ჯანდაცვის ჯგუფი წარმოადგენს ეკოსისტემას. მას აქვს მობილური ჯანდაცვის ჯგუფები,ლაბორატორიები, მომსახურების ჯგუფში ერთანდება სასტუმროებიც, სადაც პაციენტებს საცხოვრებლით უზრუნველყოფენ.

25 წლის წინ თურქეთის მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასულიყვნენ, მიემართათ გერმანიისა თუ სხვა ევროპული ქვეყნის სამედიცინო ცენტრებისთვის, თუმცა დღეს, ჩვენ აღარ გვაქვს იმის აუცილებლობა რომ საზღვარგარეთ ვიმკურნალოთ, რადგან აჯიბადენის სამედიცინო ცენტრი საზოგადოებას ყოველგვარ სამედიცინო დახმარებას უწევს. ვიმედოვნებთ, რომ მალე ქართველებსაც ექნებათ საშუალება საქართველოში მიიღონ ყოველგვარი სამედიცინო დახმარება, რომელიც ზუსტ დიაგნოზსა სწორ მკურნალობას გულისხმობს. აქ იმისთვის ვართ, რომ ვითანამშრომლოთ საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან და ქართველ ექიმებთან, რათა დავეხმაროთ მათ, რომ აითვისონ ახალი ტექნოლოგიები“

თეკლე მუმლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი:

„აჯიბადემის ოფისის გახსნა მნიშვნელოვანია ქართველი პაციენტებისთვის. ჩვენი ოფისის მთავარი ფუნქციაა დაეხმაროს პაციენტებს , რათა მათ შეძლონ დაუკავშირდნენ მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებებს აჯიბადემის ქსელში. ჩვენი მომსახურეობა სრულიად უფასოა. აქ პაციენტს ვეხმარებით შევადგინოთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც მათ აჯიბადემის კლინიკაში სამკურნალოდ დასჭირდებათ. ჩვენ ვთარგმნით და ვაგზავნით პაციენტის დაავადების ყველა მონაცემს, ერთი კვირის განმავლობაში მოდის პასუხი. პაციენტები იღებენ „მეორად აზრს“ წამყვანი პროფესორებისგან. ჩვენი ოფისი უზრუნველყოფს ყველა საკითხის მოგვარებას, რაც პაციენტს სრული სამედიცინო დახმარებისთვის სჭირდება. თურქეთში გამგზავრებისას მას მძღოლი აეროპორტშიდახვდება, რომელ საათზე ექნება ექიმთან კონსულტაცია, ამ საკითხებსაც კი ჩვენ უსასყიდლოდ ვაგვარებთ. უფასო მომსახურეობაში შედის თარჯიმანიც, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტის გვერდით იქნება.

ძირითადი მომართვიანობა მაინც ონკოლოგიურ დაავადებებს უკავშირდება, ამიტომ ჩვენ უკვე მოვიწვიეთ აჯიბადენის წამყვანი ონკოლოგები, რომელთაც გამოცდილება გაუზიარეს ქართველ ექიმებს. სამომავლოდ კი ვგეგმავთ, რომ ქართველ ექიმებს მივცთ საშუალება და აჯიბადენის კლინიებშიმეტი გამოცდილება მიიღონ“

მისამართი - თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 58

ნომერი - 2 15 85 00

ეკა გადახაბაძე