თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი იწყება - კვირის პალიტრა

თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი იწყება

ყოველწლიურად ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი გამომცემლობა "პალიტრა L"-ია, რომელიც შოურუმში, ტრადიციულად, ყველაზე მრავალფეროვანი სტენდითა და წიგნებით გამოირჩევა

ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ბიბლიოთეკა მაქსიმალურად გაიმდიდროთ. საგანგებოდ ამ დღისთვის გამოფენილი და მწყობრად ჩალაგებული ათასობით წიგნი, მკითხველის აღტაცებული თვალები და შთაბეჭდილებები, რაც მთელი წელი გაგყვებათ - ჩვენი ლიტერატურული სამყარო 25 მაისისთვის ემზადება, სწორედ ამ დღეს თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი ოფიციალურად იხსნება - ტრადიციულად, გამომცემლები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გიმასპინძლებენ.

უცვლელია ფესტივალის ხანგრძლივობაც - ოთხი დღის განმავლობაში უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ, ბიბლიოთეკა მისაღებ ფასად მაქსიმალურად გაიმდიდროთ თანამედროვე, საბავშვო თუ კლასიკური ლიტერატურით.

წიგნის ფესტივალი უკვე გადაიქცა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად. ამას ისიც მოწმობს, რომ დამთვალიერებელთა რიცხვი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება - ჩნდება იმედიც, რომ წიგნი ქართველი მკითხველის ცხოვრებაში ღირსეულ ადგილს იბრუნებს.

ყოველწლიურად ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი გამომცემლობა"პალიტრა L"-ია, რომელიც შოურუმში ყველაზე მრავალფეროვანი სტენდითა და წიგნებით გამოირჩევა.

გამომცემლობა წიგნის მოყვარულებს დიდ არჩევანს, სიახლეებსა და დიდ ფასდაკლებებს წელსაც ჰპირდება.

თიკო ფეიქრიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი: - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის ყოველწლიურად დიდი ხნით ადრე ვიწყებთ მომზადებას. ამჯერადაც ლიტერატურის მოყვარულებს მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და ფართო არჩევანს ვთავაზობთ.

წელს ბევრი სიახლე ელის ფესტივალზე მოსულ მკითხველს. გვექნება ძალიან საინტერესო და ლამაზი შოურუმები, სადაც სტუმრები არა მხოლოდ წიგნებს დაათვალიერებენ და შეიძენენ, არამედ ექნებათ შესაძლებლობა, დასხდნენ და განიტვირთონ კარგ გარემოში შვილებთან ერთად.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოურუმი იქნება საბავშვო სივრცე, სადაც მსოფლიოში ცნობილი გმირების წიგნები დაგელოდებიან: Dისნეყ-ის "გაყინული", "სოფია", "მძინარე მზეთუნახავი" და სხვა. ასევე ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდისა ჭინხ, რომლის ფერიებიც თქვენს პატარებს გაართობენ. გვეყოლება გუდა-გუდა და მისი არაჩვეულებრივი წიგნები.

ცალკე ადგილი დაეთმობა მოზარდებისთვის ყველაზე საყვარელ პროექტებს Liberteens-სა და Lიბერკდის-ს.

ფასდაკლებები გავრცელდება ისეთ პოპულარულ სერიებზეც, როგორიც არის: "ტოპთრილერი", "ბიზნესლიტერატურა", "წლის ბესტსელერი", სამაგიდო წიგნების ოცეული და ა.შ.

ფასდაკლებებთან ერთად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L" მკითხველს ყოველწლიურად საინტერესო ღონისძიებებითაც ანებივრებს. ერთ-ერთი იქნება Liberteens-ის გრანდიოზული კოსტიუმირებული კარნავალი, მოზარდების საყვარელ პროექტს 3 წელი უსრულდება.

ეს იქნება დაუვიწყარი დაბადების დღე უამრავი ღიმილით, საჩუქრებითა და მხიარულებით. ამიტომ ველოდებით ყველა ჩვენს მკითხველს.

ნანა მღებრიშვილი