ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს - კვირის პალიტრა

ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია იწყებს

2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 6 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები დუბაის, ბეირუთის, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცისა და ს. პეტერბურგის მიმართულებით ემატება.

• Fly Dubai - დუბაი-ბათუმი-ბათუმი

• Wings of Lebanon - ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი

• Anda Air - კიევი-ბათუმი- კიევი

• Nordavia - ს.პეტერბურგი- ბათუმი - ს.პეტერბურგი

• Nordstar Airlines - მოსკოვი-ბათუმი - მოსკოვი

• Severstal - ჩერეპოვეცი- ბათუმი - ჩერეპოვეცი

გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. ჯამში, ტავ ჯორჯიას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ზაფხულში ფრენებს ბათუმის მიმართულებით 21 ავიაკომპანია შეასრულებს. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.

მიმდინარე წელს, ფრენების რაოდენობა გაიზარდა ისრაელიდანაც. თელავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ოთხი ავიაკომპანია - Esrair Airlines, Arkia, ELAL airlines და Georgian Airlines ანხორციელებს.