Bosch-ის და Siemens-ის ახალი ინსტრუქციები ბრენდის გაზქურების უსაფრთხოებისთვის. წუნდებული მოწყობილობები შეკეთდება უფასოდ. - კვირის პალიტრა

Bosch-ის და Siemens-ის ახალი ინსტრუქციები ბრენდის გაზქურების უსაფრთხოებისთვის. წუნდებული მოწყობილობები შეკეთდება უფასოდ.

• მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს Bosch-ის და Siemens-ის ბრენდის გაზქურის მოწყობილობები, რომლებიც წარმოებული იყო 01/2004-10/2011 პერიოდში

• პოტენციური რისკი: გაზის კონექტორის შესაძლო დაზიანების გამო, შესაძლოა ზოგ შემთხვევაში გაზმა გაჟონოს და იშვიათ შემთხვევებში არსებობს აფეთქების რისკიც.

• გაზის კონექტორის უფასო შეცვლა მფლობელის სახლში ბოლომდე აღმოფხვრის პრობლემას

24 მაისი, 2017 (bsh) -BSH Ev Aletleri AŞ მიმართავს Bosch და Siemens ბრენდის გაზქურის მოწყობილობების მფლობელებს, რომელიც აწარმოეს 01/2004-10/2011 პერიოდში, შეამოწმონ, ეხება თუ არა მათ უსაფრთხოების ახალი კამპანია. ამის მიზეზი სავარაუდოდ გაზის კონექტორის დაზიანებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, გაზმა შეიძლება გაჟონოს და ძალზე იშვიათ შემთხვევაში აფეთქებაც კი გამოიწვიოს. წუნდებული მოწყობილობების ყველა მფლობელს კომპანია სთავაზობს კონექტორის შეცვლას ავტორიზებული სერვისის ტექნიკოსის მიერ ადგილზე მისვლით. მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, წუნდებული მოწყობილობების მფლობელებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ გაზქურის გამოყენებაკონექტორის შეცვლამდე.

BSH Hausgeräte GmbH-ისთვის მომხმარებელთა უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია. ამ მიზნით, წამოწყებულ იქნა ნებაყოფლობითი უსაფრთხოების კამპანია. მოწყობილობები რომლებიც წარმოებული იყო 01/2004- 10/2011-ში აღმოჩნდა წუნდებული. BSH Hausgeräte GmbH თავის მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ შეამოწმონ თავისი მოწყობილობები და გაარკვიონ ეხება თუ არა მათ უსაფრთხოების კამპანია, ამისათვის მფლობელებმა უნდა მოძებნონ ინფორმაცია შემდეგ ბმულზე: www.gascookingsafety.com ან დარეკონ ცხელ ხაზზე Bosch: + 995 32 2 300 020 / Siemens: +995 32 2 300 050 - ყოველ დღე, 10:00-დან 22:00 საათამდე.დაზიანება აღმოიფხვრება დროულად, ადგილზე მისვლით. BSH ბოდიშს გიხდით შექმნილი უსიამოვნებისთვის.

BSH-ს შესახებ:

BSH Hausgeräte GmbH არის წამყვანი კომპანია საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორში, რომელმაც 2015 წელს გამოიმუშავა 12.6 მილიარდი ევრო და 56 000-ზე მეტი თანამშრომელს ითვლის. BSH თავის პროდუქციას 40-მდე ქარხანაში აწარმოებს და წარმოდგენილია 80-მდე კომპანიით 50-მდე ქვეყანაში.დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე - www.bsh-group.com/de/

R