"ელიტ ელექტრონიქსმა" Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარადგინა - კვირის პალიტრა

"ელიტ ელექტრონიქსმა" Hitachi-ს ბრენდის უახლესი მოდელის მაცივრები წარადგინა

"ელიტ ელექტრონიქსმა" მომხმარებელს Hitachi-ს ბრენდის მაცივრების უახლესი სამი მოდელი - Glass Deluxe, Glass და Standard წარუდგინა.

როგორც "ელიტ ელექტრონიქსიდან" გვაცნობეს, ახალი მოდელის მაცივრები აღჭურვილია თანამედროვე ფუნქციებითა და ტექნოლოგიებით.

"ბრენდის მთავარ ტექნოლოგიურ სიახლეს წარმოადგენს Dual Fun Cooling სისტემა, ეს გახლავთ სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია, რომლის შედეგადაც მცირდება სასარგებლო ვიტამინების დანაკარგი გაყინვისას. ასევე, ამ სისტემის საშუალებით ყინულის მომზადება შესაძლებელია 50 %-ით უფრო სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი გაყინვის დროს.

სისტემა Minus-Zero უზრუნველყოფს ცივი ჰაერის ნაკადის ეფექტურ გადანაწილებას მაცივარში და კლიმატკონტროლის სისტემის ზუსტ და სწრაფ მართვას, რომლის შედეგადაც მაქსიმალურად შემცირებულია ჰაერის პირდაპირი ზემოქმედება პროდუქტზე. Nano Titanium ფილტრი და Triple Clean ჰაერის გაწმენდის სამმაგი სისტემა - არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც ეფექტურად ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და აქრობს არასასიამოვნო სუნს. ავტომატური სისტემა Nano Moisture არეგულირებს ტენიანობას საყინულეში.

Hitachi-ს ბრენდის მაცივრებში გამოიყენება გამოწრთობილი მინის თაროები, რომლებიც უძლებენ დატვირთვას 100 კგ. დატვირთვას განაწილებულს მთელ ზედაპირზე. სპეციალური საფარი იცავს მინის თაროს ნაკაწრებისა და სხვა დაზიანებისაგან. აღნიშნული მაცივრები შეგიძლიათ შეიძინოთ "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

"ელიტ ელექტრონიქსი" გახლავთ Hitachi-ს ბრენდის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. იაპონური ბრენდი 107 წელია რაც საქმიანობს ბაზარზე. კომპანია ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტს აწვდის მომხმარებელს და ერთ-ერთი პირველია ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი - "ელიტ ელექტრონიქსი" უკვე 21 წელია საქმიანობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებითა და უმაღლესი ხარისხის ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია", - აღნიშნულია "ელიტ ელექტრონიქსის" ინფორმაციაში.

R