დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" ახალ შემადგენლობას ამატებს - კვირის პალიტრა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზა" ახალ შემადგენლობას ამატებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, სს "საქართველოს რკინიგზა" 26 მაისს თბილისიდან და 28 მაისს ბათუმიდან ახალ შემადგენლობას ამატებს.

როგორც "საქართველოს რკინიგზიდან" გვაცნობეს, კომპანია "შტადლერის" ორსართულიანი ელექტრომატარებელი რეისებს ახალი განრიგით შეასრულებს.

"მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50 საათზე, ბათუმში ჩავა 14:13 საათზე, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გავა 16:40 საათზე და თბილისში ჩავა 21:40 საათზე.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით. საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამოუკებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.

R