"FlyFest Batumi" - პირველი ავია შოუ ბათუმში - კვირის პალიტრა

"FlyFest Batumi" - პირველი ავია შოუ ბათუმში

პირველად ბათუმში, 25 ივნისს, ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სანახაობრივი ავია შოუ გაიმართა. ლატვიური კომპანიის “Baltic Bees Jet Team Professional Civilian Jet Team” ავიაპილოტაჟით შესრულებული მრავალფეროვანი შოუ ბათუმში „FlyFest Georgia”-ს ფარგლებში შედგა.

30 წუთიან სანახაობაში ხუთი საჰაერო ხომალდი მონაწილეობდა. შოუს ბულვარში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ტურისტებთან ერთად ბათუმში მეზღვაურთა დღესთან დაკავშირებით მყოფი უცხოელი სტუმრებიც შეუერთდნენ. ავია შოუს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო.

ბათუმამდე ერთი დღით ადრე "ბალტიელმა ფუტკრებმა" თბილისში, ნატახტარის აეროპორტში მოაწყვეს თავიანთი ოსტატობის დემონსტრირება.

ბათუმში ღონისძიება აჭარის მთავრობის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.