ბლოგერები
მოლი ბლუმის ბლოგი
საკუთარი თავის დასახასიათებლად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია - მე გახლავართ ბლოგერი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, უყვარს და ეყვარება. მართალია, ხანდახან მხატვრობაზეც ვწერ, მუსიკაზეც, ინტელექტუალურ პაექრობებსაც ვაწყობ ბლოგზე, გასტრონომიულ ორგიებსაც და სოციალურ პოსტებსაც გამოვურევ ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ჩემი მთავარი თემა მაინც წიგნებია - ძველი, ახალი, ქართული, თარგმნილი, საბავშვო, საუფროსო, მოკლედ, ყველანაირი. ვწერ იმაზე, რაც მომწონს, ხანდახან იმაზეც, რაც არ მომწონს, სურვილი კი მხოლოდ ერთი მაქვს - ჩემი სიყვარული ლიტერატურის მიმართ სხვებსაც გადავდო და გავუნაწილო.
  ვაგრძელებთ ჩვენი ტრადიციული თამაშის ექსპერიმენტული ვერსიების გამოცდას: ათი წიგნი, ამჯერად, ბოლო წინადადებით უნდა გამოიცნოთ. წესები, გაგიკვირდებათ და ისევ მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :) პასუხები სად ჩამოწეროთ, ჩემზე უკეთ იცით. ეს არის და ეს. არც ისე ადვილიაო, სხვათა შორის. Good luck! ☑ თქვე ბოზებო, მოვდივარ! ☑ ერთი წლისთვის შესანიშნავი შედეგია. ☑ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი […]
25-05-2017
დაწვრილებით...
წლევანდელი საფესტივალო დღეები ისე კოხტად მიეწყო ერთმანეთს, ისე მოერგო უიქენდს და უქმეს, კინკილა Day off და ოთხივეს გამოიყენებთ – იმდენი სიახლე, პრეზენტაცია და საინტერესო სტუმარია, ღმერთმანი, ღირს უფროსობასთან დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა. საფესტივალო ლოკაცია, ტრადიციულად, წელსაც გამოფენაა – “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონი. ჩემი ფავორიტი ლოკაცია, სხვათა შორის. წიგნის ფესტივალს სივრცე და სინათლე უხდება. ალბათ, ისევ დაგვცხება. […]
22-05-2017
დაწვრილებით...
ამ ბოლო დროს ვერნისაჟის კარს იშვიათად ვაღებ ხოლმე. განა იმიტომ, რომ საყვარელი ფერმწერები და მათი შედევრები შემომელია – იმდენი ლიტერატურული სიახლეა, ხელოვნებისთვის ვეღარ ვიცლი ხოლმე, მაგრამ იმდენი ხანია, მინდა, ერთ ტილოზე გიამბოთ, გადადება აღარ ღირდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ლეიდენელი მეწისქვილის ჯიბეგაფხეკილ ვაჟს ბურგომისტრის მშვენიერი ქალიშვილი შეუყვარდა. და რაც მთავარია, სიყვარული უპასუხოდ არ დარჩენილა. სხვაგვარად […]
18-05-2017
დაწვრილებით...
თქვენც შეამჩნევდით – ფეისბუქი ყოველდღე ახალ-ახალ და ერთიმეორეზე გულუბრყვილო ტესტებს გვაჩეჩებს, ფრიად დამაინტრიგებელი სათაურებით: “ვინ იყავით წინა ცხოვრებაში?”, “რომელი პროფესია შეგეფერებათ?”, “რას დააწერენ თქვენი საფლავის ქვაზე?” და ა.შ. რეინკარნაციის არ მჯერა, არჩეული პროფესიით ფრიად კმაყოფილი ვარ და სიკვდილსაც კიდევ კარგა ხანს არ ვაპირებ, მითუმეტეს, დიდი იმედი არ მაქვს, რომ ჩემი ეპიტაფიისთვის არსენ იყალთოელი აღდგება მკვდრეთით, […]
15-05-2017
დაწვრილებით...
უცნაური სათაურია, გეთანხმებით. წიგნებს და ცრურწმენას ერთად იშვიათად ახსენებენ. სად კითხვა და კითხვით მიღებული სიამოვნება და სად წესები, დათქმები, შეზღუდვები და ცრურწმენებიო, დარწმუნებული ვარ, გაიკვირვებთ. მეც ასე მეგონა. ოღონდ ბლოგერობისას იმდენ “საინტერესო” და სახალისო მოსაზრებას გადავაწყდი, ნახევარს ვერ დავთვლი. ჯერ მიკვირდა, სადღაც ვბრაზობდი კიდეც, საპირისპირო არგუმენტებს ვეძებდი, კამათში თავით ვეშვებოდი, რაღაცების მტკიცებას ვცდილობდი. ახლა, უბრალოდ, მეღიმება. […]
11-05-2017
დაწვრილებით...
მეშვიდე წელია, ბლოგი მაქვს და დედლაინების მიმართ ჩემი პრინციპული დამოკიდებულება აქაურობის სტუმრებს კარგად მოეხსენებათ. არ მახსოვს, დათქმული დროისთვის ერთხელ მაინც გადამეცილებინოს. თავსაფრიანი დედაკაცისა არ იყოს,  მოლისაც “ვერ აჩერებს კედელი, მარკა, სიშორე, გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, მისცურავს, მიიფრენს“ და პოსტს ჩვეულ დღესა და საათზე მაინც გამოაქვეყნებს. ჰოდა, ამ თქვენს უღალატო მასპინძელს დილას ფრიად უცნაური ამბავი დაემართა – […]
08-05-2017
დაწვრილებით...
ტრანსპორტში მობილურით ხმამაღალ და გაუთავებელ ლაპარაკზე უნდა გეწუწუნოთ. სამარშრუტოებში უფრო. ავტობუსში და მეტროში მეტი სივრცეა, მოთმინების ძაფმა თუ ვერ გაგიძლო, თავს უშველი, გაერიდები მაინც. ერთ ბეწო სამარშრუტოში რა უნდა ქნა, მართლა ხომ არ გააჩერებ და ჩახვალ. მე შენ გეტყვი, მეორე მალე გამოჩნდება ან სურათი დაგხვდება სხვა. გულმა ცუდი ჯერ კიდევ მაშინ მიგრძნო, მობილურმა ოპერატორებმა უსასრულო […]
04-05-2017
დაწვრილებით...
ჩვენი ტრადიციული თამაშის მეექვსე ნაწილი არატრადიციულად ექსპერიმენტულია: ათი წიგნი, ვეებერთელა აბზაცებით კი არა, კინკილა წინადადებით უნდა გამოიცნოთ. წესები მაინც მარტივზე მარტივია: ვკითხულობთ, ვიცნობთ და გვიხარია :) პასუხები სად ჩამოწეროთ, კი იცით. ეს არის და ეს. Good luck! ☑ ნიცაში მინდა… ☑ მაგრად დამენძრა. ☑ ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო! ☑ იყო ერუ, ერთიანი, რომელსაც არდაში ილუვატარს უწოდებენ. ☑ ცამეტი წლის […]
01-05-2017
დაწვრილებით...
ქარიან დღეებში თბილად მოკალათება და კითხვა განსაკუთრებით მიყვარს. ვინმე მადლიანი  ცხელ, სურნელოვან ყავასა და რაიმე სასუსნავს თუ შემომაწოდებს სამზარეულოდან, მთლად გადასარევი. და “პალიტრა L”-მაც თუ იზრუნა და ახალი საკითხავით მომამარაგა, ამაზე უკეთესს ხომ საერთოდ ვერაფერს ვინატრებ. განსაკუთრებით, თუ ეს საკითხავი დეტექტივია, იმიტომ, რომ იდუმალი მკვლელობების მიმართ მოლის გაუნელებელი სიყვარულის შესახებ მარტო ბლოგის სტუმრებს კი არა, […]
27-04-2017
დაწვრილებით...
თვის კითხვადი სტატიები