ოჯახის ვეფხვი ენცო
ოჯახის ვეფხვი ენცო
25-06-2012
ერთი წლის წინ სამხრეთ აფრიკის ქალაქ ბრაკპანში ცოლ-ქმარმა მაიკლ ჯეიმისონმა და ჯერი სმიტმა ბენგალური ვეფხვის ბოკვერი ენცო "იშვილეს". ერთ წელიწადში ბოკვერი 170 კგ-იან მტაცებლად იქცა, რომელიც დღეში 5 კგ ხორცს სანსლავს. ამ ზომის ბენგალური ვეფხვის ღრიალი თურმე 3 კმ-ზე ისმის, თუმცა ენცო მტაცებელს მხოლოდ "ჰგავს", რადგან ხასიათით პრაქტიკულად კატისგან არ განსხვავდება. თანაც ეს "კატა" მეტად შეხმატკბილებულია მასთან ერთ ჭერქვეშ მცხოვრებ 14 ძაღლთან. ენცო დილას იწყებს სამზარეულოს დაზვერვით, სადაც პირდაპირ მაგიდაზე ადის და კუთვნილ ერთ ბოთლ რძეს ელის საწოვარათი. ასევე მოთმინებით ელის, როდის ისადილებს პატრონი, ხოლო ხორცით კარგად დანაყრების შემდეგ "სიესტას" საყვარელ ტახტზე აწყობს. გამოძინებული კი მაიკლთან თამაშით ან ტელევიზორის ყურებით ერთობა - 37 წლის მაიკლი მუდამ მზად არის ნაკაწრისა თუ დაჟეჟილობისთვის - მისი თქმით, ლამის ორცენტნერიანი ოჯახის წევრი ენერგიული თამაშისას ისევე აბიჯებს თავზე, როგორც "ბავშვობაში", თუმცა მის მეუღლესთან ურთიერთობისას გაცილებით ნაზია. მით უმეტეს, რომ ჯერი მისი მძღოლიცაა - ლამბორჯინით ასეირნებს ხოლმე. ამას გარდა, ენცოს ძალიან უყვარს ჯაკუზი, კომპიუტერი და... ვენტილატორი!






































მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
სხვა სიახლეები
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე
დაწვრილებით...
ლონდონში სავაჭრო ცენტრ "ტრინიტი ლიდსის" გახსნასთან  დაკავშირებით, ინგლისელმა დიზაინერმა ჰენრი ჰოლანდმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი კაბა შექმნა.
დაწვრილებით...
მოყვარული მუსიკოსი, იაპონელი მეცნიერი სიგეოსი ოსაკი უკრავს პირველ ვიოლინოზე, რომლის სიმები ობობას ქსელის ძაფებით თვითონვე დაამზადა, მუსიკოსები კი ერთხმად ალაპარაკდნენ "ახალ, რბილ და ღრმა მუსიკაზე"...
დაწვრილებით...
55 წლის შერონ სტოუნს მისი "ბოიფრენდი", არგენტინელი მანეკენი მარტინ მიკა, ფაქტობრივად, შვილად ერგება.
დაწვრილებით...
ცნობილი სამხრეთაფრიკელი ათლეტი ხოცო მიკოენა, რომელიც ერთდროულად სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში გამოდის, 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა სიგრძეზე ხტომაში, ხოლო 2009 წელს იმავე დისციპლინაში დღემდე მოქმედი აფრიკის რეკორდიც დაამყარა:
დაწვრილებით...
ჰოლანდიელი ნიკ ვან ჰელდერი უჩვეულო სცენას შეესწრო - ციყვს თხილი გაუსხლტა და ღელეში ჩავარდა. თხილი წყალს ნელ-ნელა მიჰქონდა.
დაწვრილებით...
მიხეილ სააკაშვილი, გია ცინაძე, გოგა ხაჩიძე
დაწვრილებით...
ავტორიტეტული ჟურნალის, FHM -ის გამოკითხვით, 2013 წელს პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი მილა კუნისი გახდა.
დაწვრილებით...
ლოს-ანჯელესში მდებარე კომპანია "ეგზოტიკური გრავირების" (Exotic Engravings) ოსტატი შონ ლისიაკი მანქანებს ნაკაწრებით აფორმებს.
დაწვრილებით...
დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის მაღაზია დახურა. ეს მაღაზია მან რვა წლის წინ გახსნა.
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე. უნდა განადგურდეს თუ არა, წინა ხელისუფლების დროს შექმნილი, ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები?