პლანეტის ათი ყველაზე შეძლებული ადამიანი
პლანეტის ათი ყველაზე შეძლებული ადამიანი
02-07-2012
ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა", რომელიც კერძო ქონების შეფასებაში ავტორიტეტულ გამოცემად ითვლება, პლანეტის ყველაზე შეძლებული ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე წელს შარშანდელი "გამარჯვებული", მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმია, რომელსაც აქტივები აქვს მსოფლიოს ვერცხლის მომპოვებელ და ტელესაკომუნიკაციო კომპანიებში. თუმცა, სლიმის ქონება შარშანდელთან შედარებით 5 მლრდ-ით შემცირდა და ამჟამად 69 მლრდ დოლარია.
მეორე ადგილი კომპანია "მაიკროსოფტის" დამფუძნებელს ხვდა. ამერიკელი ბილ გეიტსის ქონება წელს "ფორბსმა" 61 მლრდ დოლარად შეაფასა, რაც შარშანდელზე 5 მლრდ-ით მეტია.

მესამე ადგილი "ფორბსის" ექსპერტებმა  მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ ინვესტორ უორენ ბაფეტს მიაკუთვნეს 44 მლრდ დოლარით - ეს მის შარშანდელ ქონებაზე 6 მლრდ-ით ნაკლებია.
მეოთხე ადგილზე ფრანგი ბერნარ არნო აღმოჩნდა 41 მლრდ-იანი ქონებით. ის მოდის სამყაროში ერთ-ერთი პრესტიჟული ბრენდის, LVMH-ის (Louis Vuitton-Moet-Hennessy) ხელმძღვანელია.
მეხუთეზეა ესპანელი მილიარდერი ამანსიო ორტეგა 37,5 მლრდ-ით. ის ტანსაცმლის გაყიდვის უდიდესი კომპანიის მეპატრონეა და პროდუქციას "ზარას" ბრენდით ყიდის.

მეექვსეა კომპანია "ორაკლის" მფლობელი, ამერიკელი მილიარდერი ლარი ელისონი 36 მლრდ-ით. იგი თავგადაკლული იახტსმენია, 2010 წელს ამერიკის თასი მოიგო.
მეშვიდეზეა ბრაზილიელი მაგნატი ეიკე ბატისტა, რომლის ქონება 30 მლრდ დოლარია. მისი ქონების ორი მესამედი ნავთობის ბიზნესშია,  ერთი მესამედი კი ოქროს ბიზნესში.

მერვე ადგილზე 26 მლრდ-ით შვედი სტეფან პერსონია, რომლის კომპანიას (H&M) 2500 მაღაზია აქვს 43 ქვეყანაში.
მეცხრე, 25,5 მლრდ-იანი კაპიტალით, ჰონკონგელი ინვესტორი ლი კა-შინია, რომელიც მდიდრების ათეულში 2007 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ყოველი მეშვიდე ბინა ჰონკონგში მისი კომპანიების აშენებულია.
ათეულს ასრულებს გერმანელი კარლ ალბრეხტი 25,4 მლრდ-ით. მილიარდერი ე. წ. დისკაუნტერების ქსელის, Aldi Sud-ის მფლობელია, რომელშიც 4500 მაღაზია შედის, მათ შორის - 1200 აშშ-ში.

მექსიკა - კარლოს სლიმი - 69 მლრდ

აშშ -
ბილ გეიტსი - 61 მლრდ

აშშ -
უორენ ბაფეტი - 44 მლრდ

საფრანგეთი -
ბერნარ არნო - 41 მლრდ

ესპანეთი -
ამანსიო ორტეგა - 37,5 მლრდ

აშშ -
ლარი ელისონი - 36 მლრდ

ბრაზილია -
ეიკე ბატისტა - 30 მლრდ

შვედეთი -
სტეფან პერსონი - 26 მლრდ

ჰონკონგი -
ლი კა-შინი - 25,5 მლრდ

გერმანია -
კარლ ალბრეხტი - 25,4 მლრდ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
3-ოთახიანი, 4(6), 87 კვ.მ. თეთრი კარკასი ახალაშენებულ...
1630 კვ.მ. მიწა ბაკურიანში, აღმაშენებლის გამზირზე (ყოფილი...
სასწრაფოდ და იაფად! 4-ოთახიანი, 124 კვ.მ. ინდივიდუალური...
სხვა სიახლეები
მილიარდერი რობერტო კავალი და მისი მეგობარი გოგონა იახტით სეირნობისას.
დაწვრილებით...
ალპების ბინადარ ზაზუნას მეტად მკაცრ პირობებში უწევს ცხოვრება - ზამთარში, ღრმა სოროში  ნახევარ წელიწადს სძინავს და მხოლოდ დაგროვილი შინაგანი რესურსებით სულდგმულობს.
დაწვრილებით...
ჩიხუახუასა და ტაქსას ნაჯვარი ძაღლი პატრონმა, როგორც ჩანს, თავიდან იმიტომ მოიშორა, რომ საოცრად მახინჯი  დაიბადა.
დაწვრილებით...
ერთხანს გვარიანად გასუქებულმა ბრიტნი სპირსმა ფორმა დაიბრუნა, რასაც მკაცრი დიეტა, სპეციალური ფიზიკური ვარჯიში და იოგაში მეცადინეობა დასჭირდა.
დაწვრილებით...
პრეზენტაციაზე მკერდმოკვეთილი ანჯელინა "მტრის ჯინაზე" თეთრი კაბით, მეუღლესთან ჩახუტებული გამოცხადდა.
დაწვრილებით...
გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიხსნა უცნაური კაფე (Slow Time), სადაც კლიენტები ფულს არა მირთმეული კერძების, არამედ კაფეში გატარებული დროის მიხედვით იხდიან!
დაწვრილებით...
კომპანია Fred&Friends-ის გამოგონება - პატარა თეფში-ბეჭედი ა-ლა-ფურშეტის შეუცვლელი ატრიბუტია - ფეხზე მდგომი სტუმარი მასზე კოხტად ალაგებს საჭმელს და ხელი სასმლისთვისაც თავისუფალი რჩება.
დაწვრილებით...
უბერებელი და მომხიბლავი 45 წლის პამელა ანდერსონი ბოლო ხანს "პლეიბოის" გარეკანზე ისევ გამოჩნდა. მას არ ჩამორჩა ჟურნალი "ვოგიც", რომელმაც სუპერვარსკვლავი ფოტოსესიაზე მიიწვია.
დაწვრილებით...
პაპარაცებმა მარჯვე "კონსპიროლოგი" ჯონი დეპი ემბერტ ჰერდტონთან ერთად მაინც გამოიჭირეს. საქმე ის არის, რომ 49 წლის ჯონი რამდენიმე თვეა, გულმოდგინედ ცდილობდა (რასაც აქამდე ახერხებდა კიდეც) ურთიერთობის დამალვას 27 წლის ემბერტთან, ვისაც, როგორც ამბობენ, უკვე ხელიც სთხოვა.
დაწვრილებით...
ონკოლოგიური რისკის გამო ანჯელინა ჯოლის მკერდის მოკვეთის ოპერაციას მსოფლიო ბომონდში დიდი გამოხმაურება და ათასგვარი ჭორი მოჰყვა, რომელიც დიდხანს არ ჩაცხრება. მით უმეტეს, მსახიობი არ ჩერდება და საკვერცხეების ამოკვეთასაც აპირებს..
დაწვრილებით...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ ,,სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: