ბოლივიაში დეპუტატმა საპარტიო წვეულებაზე თანამშრომელი ქალი გააუპატიურა - კვირის პალიტრა

ბოლივიაში დეპუტატმა საპარტიო წვეულებაზე თანამშრომელი ქალი გააუპატიურა

დომინგო ალკიბიო რივერამ, ბოლივიის სოციალისტური პარტიის დეპუტატმა, საპარტიო წვეულებაზე მთვრალი თანამშრომელი ქალი გააუპატიურა. ქალბატონმა ზედმეტი გადაკრა, თავბრუ დაეხვა და სკამზე მიესვენა, რივერამ კი დრო იხელთა: როდესაც თანაპარტიელები ტერასაზე გავიდნენ, დაცარიელებულ დარბაზში შემოიპარა, შუქი გამორთო და უგონოდ მყოფ მსხვერპლთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა.

მიუხედავად სიბნელისა, სკანდალური კადრები დაცვის კამერამ დააფიქსირა, შემდეგ კი რივერას "საქმენი საგმირონი" Youtube-ზეც გამოაჭენეს, სადაც იგი უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. რაც შეეხება სასჯელს, რივერას მიმართ ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეპუტატი არ დაუპატიმრებიათ. ეს ფაქტი შეაფასა ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმაც, რომელმაც მომხდარს "სავალალო შეცდომა" უწოდა და განაცხადა, რომ რივერა, ძიების დამთავრებამდე, უვადო შვებულებაში გაუშვა.

TOP.GE