ჩაეხუტე და წადი - კვირის პალიტრა

ჩაეხუტე და წადი

ახლახან, ე.წ. აუტიზმის პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღეს, რომის პაპს თეთრად შეღებილი "ჩასახუტებელი ველოსიპედი" აჩუქეს. ეს უცნაური საჩუქარი სამმა აუტისტმა პირადად პონტიფიკოსისთვის დაამზადა. მათი განმარტებით, ველოსიპედის დასაჯდომი ადგილები ისეა განლაგებული, რომ უკან მჯდომი  წინ მჯდომს  უნდა ჩაეხუტოს.

ველოსიპედი შეიქმნა ევროპაში აუტისტების პირველ საერთო საცხოვრებელში, სადაც აუტიზმით დაავადებულები ახერხებენ სოციუმში ჩართვას და სამუშაოს მიღებას.

ავტორების თქმით, ასეთი ველოსიპედი ინვალიდ ბავშვებთან ერთად სამგზავროდაც მოსახერხებელია.