შეცდომის უფლების გარეშე - კვირის პალიტრა

შეცდომის უფლების გარეშე

ფოტოგრაფი კირიაკოს კაზირასი კენიის ნაკრძალ მასაი-მარაში დილადრიან, თავსხმა წვიმაში,  ლომის ბოკვრების ადიდებულ მდინარეზე გადაყვანას შეესწრო: "ასეთი რამ ჯერ არავის გადაუღია. ძუ ლომი ჩქარობდა, რომ ნაშიერები ნაპირზე არ მიეტოვებინა, რადგან ნიაღვარი მათ დაახრჩობდა. ძუ ძალიან დაღლილი იყო, მაგრამ სანამ სამივე ბოკვერი არ გადაიყვანა, წამით არ შეუსვენია", - ამბობს კაზირასი.