"შენ მოკალი კურტ კობეინი?!" - კვირის პალიტრა

"შენ მოკალი კურტ კობეინი?!"

როკმომღერალი, სიმღერების ავტორი, ვოკალისტი, გიტარაზე დამკვრელი და მსახიობი, კურტ კობეინის ქვრივი კორტნი ლავი (ჰარისონი) 50 წლის გახდა. უცნაური ბედით გამორჩეული კორტნი ე.წ. კონტრკულტურის მიმდევარი მამისა და ფსიქოთერაპევტი დედის ოჯახში დაიბადა. მამილო ბავშვობაშივე აძლევდა მას ჰალუცინოგენს და თავის როკჯგუფთან ერთად მთელ ქვეყანაში დაათრევდა. მშობლების გაყრის შემდეგ კი დედასთან  ერთად  ჰიპების კომუნაში ცხოვრობდა.

სკოლაში სწავლისას აუტიზმი დაუდგინდა. 14 წლისა მაისურის ქურდობისთვის გამასწორებელ დაწესებულებაში მოხვდა. მოგვიანებით ირლანდიაში ღვთისმეტყველებას სწავლობდა, იაპონიაში მოცეკვავედ მუშაობდა, ხოლო სამშობლოში დაბრუნებული სტრიპტიზიორად იქცა. 1985 წელს კინოში დებიუტი ჰქონდა, პირველი წარმატება კი თავისმა როკჯგუფმა (Hოლე) მოუტანა. მაგრამ როცა "ნირვანას" ვოკალისტის, საკულტო ფიგურის - კურტ კობეინის მეუღლე გახდა, მაშინ მსოფლიომ გაიცნო. 1993 წელს წყვილს ერთადერთი შვილი - გოგონა ფრენსის ბინ კობეინი შეეძინა, 1994 წელს კობეინმა თავი მოიკლა. კურტის თაყვანისმცემლები კორტნის დღემდე ადანაშაულებენ ქმრის სიკვდილში. კობეინამდე ის მუსიკოს ჯეიმს მორლანდის ცოლი იყო, ჰქონდა რომანები სხვა მუსიკოსებთან, მათ შორის კინოვარსკვლავ ედვარდ ნორტონთან...