ჯერ მხოლოდ მესამე გაყრა - კვირის პალიტრა

ჯერ მხოლოდ მესამე გაყრა

47 წლის სოფი მარსო და 57 წლის კრისტოფერ ლამბერტი ორწლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან - ახლახან განცხადება გააკეთეს გაყრის შესახებ. მარსოს მუდამ მოსწონდა უფროსი მამაკაცები. მისი პირველი ქმარი და მთავარი სიყვარული - პოლონელი რეჟისორი ანჯეი ჟულავსკი მასზე 26 წლით უფროსი იყო. 1995 წელს მათ ვაჟი ვენსანი შეეძინათ. თუმცა, სოფი მალე  ამერიკელ  პროდიუსერ ჯიმი ლემლის გაჰყვა ცოლად, რომელმაც ის "ანა კარენინაზე" მუშაობის პერიოდში  მოხიბლა. 2002 წელს მათ გოგონა ჟულიეტი გაუჩნდათ, თუმცა მარსომ ისიც მიატოვა: 2007 წელს მსახიობი კრისტოფერ ლამბერტი შეუყვარდა, თუმცა ცოლად 5-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, 2012 წელს გაჰყვა, შვილი აღარ ჰყოლია. "ჩემი სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრე დაიწყო. ამიტომ გავხდი ასე ისტერიკული, ამიტომ თავდება ჩემი რომანები ასე ნაღვლიანად. მხოლოდ ანჯეის შეეძლო მოეცა ჩემთვის შვება და ბედნიერება", - აღიარებს მარსო  თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "მატყუარა". კრიტიკოსების თქმით, მსოფლიოს ყველაზე სასურველ ქალად არაერთხელ აღიარებული სამნაქმარევი სექსუალური სუპერვარსკვლავი უქმროდ დიდხანს არ დარჩება.