"პროფესია" - მარიხუანის შემხვევი - კვირის პალიტრა

"პროფესია" - მარიხუანის შემხვევი

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა ვაკა ფლოკა ფლეიმმა (Waka Flocka Flame) ახალი ვაკანსიის შესახებ განაცხადა - რეპერი წელიწადში 50 000 დოლარს გადაუხდის მას, ვინც "პროფესიონალურად შეუხვევს" მარიხუანას, როცა მოწევა მოუნდება. ოსტატობით გამორჩეულთა "შრომის" შედეგებს კი რეპერი ინსტაგრამში დადებს. ვაკას ფანატები უკვე გამოეხმაურნენ წინადადებას, ჟურნალისტები კი დაინტერესდნენ, მიიღებს თუ არა რეპერი მარიხუანას ლეგალურად. სხვათა შორის, ვაკა 2011 წელს უკვე დაპატიმრებული იყო მარიხუანის შენახვისთვის...