ლოპესმა სმარტი დაიბრუნა - კვირის პალიტრა

ლოპესმა სმარტი დაიბრუნა

ძველი სიყვარული არ კვდება - 44 წლის ჯენიფერ ლოპესი ისევ 27 წლის ყოფილ საყვარელს, მოცეკვავე კასპერ სმარტს დაუბრუნდა, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ სახლიდან გააგდო, როცა ტრანსსექსუალებთან ფლირტზე წაასწრო. ახლახან კი დასასვენებლად მიმავალმა მომღერალმა მოულოდნელად მოცეკვავე კვლავ იახლა. წყვილი პაპარაცებმა დააფიქსირეს, ხოლო  ყვითელი პრესის მტკიცებით, "ჯენიფერს არ შეუძლია კასპერის გარეშე, რომელიც ლოპესის ტყუპს - მაქსსა და ემასაც ძალიან უყვართ". ამასობაში ჯენიფერის მეგობარმაც გაამხილა, რომ კასპერ სმარტი ბედნიერია სუპერვარსკვლავთან შერიგებით.