"იმნაირი" ფოტოსესია - კვირის პალიტრა

"იმნაირი" ფოტოსესია

პრესტიჟულ ჟურნალ "ესკვაირის" გამოკითხვით, 2014 წელს "მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალი" პენელოპე კრუზი გახდა. თუმცა "ესკვაირმა" არც 2010 წელს გამარჯვებული - მომღერალი რიანა დაივიწყა და ახალი ნომრისთვის "სექსუალურ ფოტოსესიაზე" სწორედ "ბარბადოსის საოცრება" მიიწვია. ფოტოები რიანას გამოჩენილმა ფოტოგრაფმა - ელენ ფონ უნვერტმა გადაუღო. საერთო აზრით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ბარბადოსელი სუპერვარსკვლავი ნამდვილად შეუდარებელია.