კიდმანმა ჰოლივუდის "გმირი დედობა" მოისურვა - კვირის პალიტრა

კიდმანმა ჰოლივუდის "გმირი დედობა" მოისურვა

ჰოლივუდის სუპერვარსკვლავებში მრავალშვილიანობა მოდად იქცა - ნიკოლ კიდმანი აცხადებს, რომ კიდევ 4 შვილის ყოლა სურს! 47 წლის ვარსკვლავს ტომ კრუზთან ქორწინებიდან ნაშვილები ქალ-ვაჟი დარჩა. ამჟამინდელ ქმართან - მომღერალ კიტ ურბანთან ორი გოგონა აგააჩინა. მაგრამ  გაჩერებას არ აპირებს - "მრავალშვილიანი გვარიდან ვარ, 4 ბავშვი მყავს, ჩემს დას - 6, ისევე, როგორც დედაჩემს... კარგი იქნება, კიდევ 4 ბავშვს თუ გავაჩენ", - განაცხადა ახლახან კიდმანმა. ყვითელი პრესა ირონიულად წერს, - ჩანს, ნიკოლს სურს, აქ მაინც იყოს პირველი: კოლეგა-სუპერვარსკვლავებს - 6-შვილიან ჯოლისა და პიტის გაუსწროს და ჰოლივუდის ყველაზე მრავალშვილიანი დედა გახდესო.