პირველი ოფიციალური - კვირის პალიტრა

პირველი ოფიციალური

პრინცმა უილიამმა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინმა საკუთარი წლინახევრის შვილის, პრინც ჯორჯის სურათები გამოაქვეყნეს. ფოტოსურათებში პატარა მონარქი ჯარისკაცის სამოსით პოზირებს. "ფოტოსესია" კენსინგტონის სასახლის კიბეზე გაიმართა. ეს ფოტოები პრინცის პირველი ოფიციალური სურათებია. ისინი ქეთრინისა და უილიამის მომსახურე პერსონალის წევრმა გადაიღო, რომელიც ადრე ფოტოგრაფად მუშაობდა. თავად ქეთრინსა და უილიამს ჯერ არ გამოუქვეყნებიათ თავისი ოფიციალური საშობაო სურათები. წყვილის განმარტებით, პრინცის პირველი სურათები "მადლიერების ნიშანია ჟურნალისტებისადმი, რომლებიც პატარა უფლისწულის პირად ცხოვრებაში არ ერევიან"... ცოლ-ქმარი მეორე ბავშვს გაისად, აპრილში ელოდება.