აუხსნელი მოვლენა - სოფელი, რომელიც ძილმა მოიცვა - კვირის პალიტრა

აუხსნელი მოვლენა - სოფელი, რომელიც ძილმა მოიცვა

ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს მასობრივი ტრანსის ფორმა?!

ფანტასტიკის მოყვარულები უფრო შორსაც მიდიან და ძილის ეპიდემიაში უცხოპლამეტელების ნახელავსაც ეძებენ.

უცნაური და ყველასთვის ამოუხსნელი ამბავი ტრიალებს ყაზახეთის პატარა სოფელ კალაჩში. სოფლის მაცხოვრებლები ძილის მასიურ ეპიდემიას ამაოდ ებრძვიან. როგორც ახალშობილებს, ასევე ხანში შესულთ უეცრად ეძინებათ. ზოგიერთი რამდენიმე საათით, ზოგი კი - რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში ხდება ძილის ტყვე. სოფელში სულ 680 მცხოვრებია. კალაჩში უკვე კარგა ხანია მუშაობენ: ექიმები, მეცნიერები, ექსპერტები, რამდენიმე სამედიცინო კომისია, რომლებიც ერთობლივად სწავლობენ და აანალიზებენ მოვლენებს.

52 წლის ნატალია ჟავარანკოვა იხსენებს, რომ პირდაპირ თევზაობის დროს ჩაეძინა და ძალიან გაუმართლა, რომ არაფერი დაიზიანა. მხოლოდ მიმდინარე თვეში სულ ცოტა 40 ადამიანს შეუტია ლეთარგიამ. სიმპტომები ყველას მსგავსი აქვს: თავბრუსხვევა, მხედველობის გაბუნდოვნება, ძილი, ჰალუცინაციები... პირველი შემთხვევა 2 წლის წინ მოხდა, შემდეგ ფაქტები გახშირდა და დღეს უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. "მძინარე სოფლის" საიდუმლოს ამოხსნას ყაზახეთის საზღვრებს ფარგლებს გარეთაც ცდილობენ. მედიცინაში არსებობს დაავადება, სახელად, ნარკოლეფსია, რომელიც სწორედ ძილის შეტევებით ხასიათდება. ძილი ამ დაავდებისას არაფრით განსხვავდება ნორმალური ძილისაგან, მაგრამ იწყება სრულიად მოულოდნელად და შეუსაბამო სიტუაციაში. ძილის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია, იშვიათად კი რამდენიმე საათი, თუმცა ამ დაავადების ასე მასობრივად და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით გავრცელების ფაქტები, აქამდე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს მასობრივი ტრანსის ფორმა?! ფანტასტიკის მოყვარულები უფრო შორსაც მიდიან და ძილის შეტევებში უცხოპლამეტელების ნახელავსაც ეძებენ. არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება მომხდარი უკავიშირდებოდეს იმას, რომ კარგა ხნის წინ სოფელთან ახლოს მოიპოვებდნენ ურანს. შახტა უკვე კარგა ხნის დაკეტილი და დაკონსრევებულია, თუმცა ადგილობრივები ეჭვობენ, რომ შესაძლოა იქიდან ტოქსიკური და რადიაციული ნივთიერებები ჟონავდეს და გარემოს აბინძურებდეს. ხელისუფლება აცხდებს, რომ რადიაციის დონე ამ ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებშია. მოსახლეობა საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ითხოვს, როგორც ამბობენ, ყაზახეთის ხელისუფლებაში ამაზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ.