გსურთ დააგემოვნოთ ცოცხალი კრევეტი მკვდარი ჭიანჭველების "გარნირით?" - კვირის პალიტრა

გსურთ დააგემოვნოთ ცოცხალი კრევეტი მკვდარი ჭიანჭველების "გარნირით?"

მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული რესტორან "ნომას" შეფ-მზარეულმა ტოკიოში თავისი დაწესებულების ფილიალი გახსნა, სადაც მომხმარებელს ერთ-ერთ კერძად ცოცხალ კრევეტებს, მკვდარი ჭიანჭველების "გარნირთან" ერთად, სთავაზობს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს. რენე რედზეპის "შედევრი"-ცოცხალი სამეფო კრევეტი გაფორმებული დუჟინი მკვდარი ჭიანჭველით, მაგიდაზე ყინულთან ერთად მიაქვთ. რესტორნის ე.წ. კრიტიკოსებმა კერძი უკვე დააგემოვნეს და მოიწონეს კიდეც. კერძის ღირებულება 149 ათას იენს, ანუ 1260 დოლარს შეადგენს. "ნომა" კოპენჰაგენში 2004 წელს გაიხსნა და სკანდინავიური სამზარეულოს რესტორანია. 2010 წელს ცნობილი გასტრონომიული ჟურნალის Restaurant მიერ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად დასახელდა. 2011 წელს მან ეს შედეგი კვლავ გაიმეორა. ის წლებია უკვე მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ათეულში მუდმივად ინარჩუნებს ადგილს. იაპონიაში რესტორნის ფილიალი ახალახან, 2015 წლის იანვარში გაიხსნა.