უმას "სილის გაწვნა" - კვირის პალიტრა

უმას "სილის გაწვნა"

ახალი მინისერიალის "სილის გაწვნა" პრემიერაზე, რომელიც 9 თებერვალს გაიმართა, კრიტიკოსებისა და მაყურებლების ყურადღება არა ფილმის, არამედ 44 წლის უმა თურმანისკენ იყო მიპყრობილი, რომლის შეცვლილი სახით გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

"რასაკვირველია, უმას "გარდასახვა" ისეთი დრამატული არ არის, როგორიც შარშან რენე ზელვეგერის, რომელიც ვეღარ ვიცანით, თუმცა, პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტის შედეგი მართლაც სილის გაწვნას ჰგავს"! - წერს პრესა. განსაკუთრებული ყურადღება უმას ნიკაპმა მიიპყრო, რომელიც უფრო მასიური გახდა.

ექსპერტთა აზრით, რომლებმაც სუპერვარსკვლავის სახე ამა წლის 17 იანვრისას შეადარეს, ასაკის მიუხედავად, თურმანს საკმაოდ აქვს ბუნებრივი სილამაზე, ის ძალიან მომზიდველი ქალბატონია, ამიტომ პლასტიკა,  რომელიც მას არანაირად ასაკს არ აკლებს, არ უნდა გაეკეთებინა.