ვალუტის კურსი
11/03/2010
USD
1
USD
1.7178
EUR
1
EUR
2.3324
RUB
100
RUB
5.7790
 
სათითურას ანუ დიგიტალისს...
 
გამოკითხვა
როგორ ფიქრობთ შესაძლებელია თუ არა საქართველოში ობიექტური არჩევნების ჩატარება?
08-02-2010
ვინ ზრუნავს პრეზიდენტის ჩაცმულობაზე?!
ვინ ზრუნავს პრეზიდენტის ჩაცმულობაზე?! "უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტის ჩაცმულობა განსაზღვრული მკაცრად დადგენილი ეტიკეტის მიხედვით და ჰყავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადი დიზაინერი? რამდენად მისაღებია, სპორტული რეიტუზით გამოცხადდეს ოფიციალურ შეხვედრაზე, სადაც ყველა მონაწილე პირი მკაცრ, საქმიან პიჯაკშია გამოწყობილი? ბოლოს და ბოლოს, სირცხვილი არ არის ქვეყნის პრეზიდენტს ასეთი ყარტალა და გოდოილი გემოვნება რომ აქვს? იქნებ ვერ ვერკვევი და თქვენ ამიხსნათ, რაზე მეტყველებს საერთოდ პრეზიდენტის ტანსაცმლის ფერთა შეხამება...
თამაზ ქარუმიძე, ზესტაფონი"

ამ წერილს თან ერთვოდა რამდენიმე ფოტო, რომელზეც სხვადასხვა დროსა და ადგილზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო გამოსახული. გამოგიტყდებით და, ამ სიტყვების - ყარტალასა და გოდოილის მნიშვნელობის დაზუსტება უფრო იოლი აღმოჩნდა, ვიდრე იმის გარკვევა, ჰყავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პირადი დიზაინერი და მიუთითებს თუ არა მას ვინმე ჩაცმის ეტიკეტის დაცვაზე. ვერც ქართველმა დიზაინერებმა და ვერც პოლიტიკური კულუარების ჭორიკანებმა ვერ დამიზუსტეს, ვინ ზრუნავს მიხეილ სააკაშვილის ჩაცმულობაზე.

პიარის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის ჩაცმის სტილში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმაც კი შესაძლოა გამოუსწორებლად გააფუჭოს ან სულაც თვალის დახამხამებაში გააკეთოს საქმე. ვფიქრობ, პრეზიდენტის ჩაცმის სტილზე უთუოდ უნდა ზრუნავდეს ვინმე. სხვა საქმეა, როგორ ზრუნავენ, ან რამდენად იღებს მათ რჩევებს ბატონი პრეზიდენტი.

ახლა რაც შეეხება ყარტალასა და გოდოილს, ეს სიტყვები ჯერ კიდევ შემორჩენილა ქართული ენის კილოკავებში და უგემოვნო ფერთა შეხამებას აღნიშნავს. მაგალითად, ყარტალა ჰქვია უამურად ჭრელს; გოდოილი ჭრელჭყეტელას. ვფიქრობ, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ჩვენს გემოვნებიან წინაპრებს ასეთი, ბგერათა უხეში შეხამებისაგან შემდგარი სახელებით შეუმკიათ ულამაზო ფერადოვნება.

შევეცადეთ ფოტოების მიხედვით ტანსაცმლის ფერებსაც დავკვირვებოდით და დაგვედგინა, რის თქმას ცდილობდნენ პრეზიდენტის ჩაცმულობის სტილით მისი პიარისტები. ერთ-ერთ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილს ყვითელ მაისურზე ცისფერი პერანგი ჩაუცვამს; ერთგან ცისფერ მაისურზე წითელი და თეთრზოლიანი პულოვერი და ყავისფერი ქურთუკი აცვია. საზოგადოების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პრეზიდენტის ფოსფორისფერმა მწვანე სპორტულმა კოსტიუმმა, რომელსაც მუქი, შინდისფერი ელვით გაწყობილი შავი ჟაკეტი ამშვენებდა. ალბათ პრეზიდენტის თინეიჯერულ სტილზე ყურადღება ასე არც გამახვილდებოდა, რომ იგი ამავე სამოსით ოფიციალურ შეხვედრაზე არ გამოცხადებულიყო.

თეონა ლომთაძე, ფსიქოლოგი: "ცალკე აღებული წითელი ფერი დომინანტობის მანიშნებელია, აქტიური, მებრძოლი ხასიათის ხელშემწყობია, აგრესიული ტენდენციების მქონე. ზოგადად მწვანე ფერი არის შრომისმოყვარეობისა და გაწონასწორებულობის მაჩვენებელი. იგი, ფსიქიკის მოდუნებას და დასვენებას უწყობს ხელს და შრომისუნარიანობას ამაღლებს. ყვითელი ბედნიერების და თავისუფლების ფერად ითვლება, სასიცოცხლო ენერგიის მქონეა. ცისფერი სულიერი ჰარმონიის, დასვენებისკენ მიდრეკილების ფერია".

მოკლედ, ფერების ხასიათი იცით, ამიტომაც ნაწილობრივ თქვენც მოგანდობთ პრეზიდენტის ჩაცმულობის "რებუსის" ამოხსნას.

ბოლო დროს, განსაკუთრებით კი 7 ნოემბრის და ოპოზიციის გააქტიურების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი (ოფიციალური შეხვედრების გარდა, სადაც ეტიკეტი მკაცრად განსაზღვრულია) შესამჩნევად თავისუფალი და ყოველდღიურია. ამით, სავარაუდოდ, მისი პიარისტები ცდილობენ ხაზი გაუსვან პრეზიდენტის უშუალობას. შესაძლოა მწვანე სპორტულ კოსტიუმს და თხილამურებსაც ეს დატვირთვა ჰქონდა, თუმცა, გათვლა აშკარად არასწორი გამოდგა და ოფიციალურ კოსტიუმებში გამოწყობილ საზოგადოებასთან საქმიან საუბარში, მწვანეშარვლიანი პრეზიდენტი უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, სტილისტები (ან სულაც თვითონ) ცდილობენ 42 წლის პრეზიდენტს ძველებურად ძალიან ახალგაზრდული და ენერგიული იერი შეუნარჩუნონ, ამიტომაც ურჩევენ მას დასავლურ, თინეიჯერულ სტილს - კაშკაშაფერებიანი მაისურებით ან პერანგებით და მოკლე სპორტული ქურთუკებით სიარულს. ალბათ იმავე მიზეზის გამო ზოგჯერ უღებავენ თმასაც.

შოთა გლურჯიძე, დიზაინერი და თეატრის მხატვარი: - მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი არა, ზოგადად მაღალი საზოგადოებისთვის ჩაცმულობაში არსებობს ეტიკეტი, რომლის დარღვევაც ცუდ ტონად ითვლება. იყო ასეთი შემთხვევა, რეჟისორ სერგო ფარაჯანოვისთვის პრიზი უნდა გადაეცათ. წინასწარვე იყო მითითებული, რომ ცერემონიალზე სმოკინგით უნდა გამოცხადებულიყვნენ. სერგოს არ ჰქონდა სმოკინგი, ამიტომაც ასეთი რამ მოიფიქრა (საბჭოთა კავშირის პერიოდია), აბრა დაიკიდა წარწერით: "ნოუ სმოკინგ". 

სასაცილოდ და გაუგებრად აღიქმება, როდესაც პრეზიდენტის მთელი გარემოცვა ჩაცმულია ოფიციალურად, ის კი სპორტულად და თანაც ეგზოტიკურ ფერებში გამოწყობილი მიდის შეხვედრაზე სერიოზულ თემებზე სასაუბროდ. ამასთან, საინტერესოა მისეული ფერთა შეხამება. როდესაც კოსტიუმის ისტორიას ვსწავლობდით, აგვიხსნეს, თუ რატომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა პერსონაჟის ჩაცმის სტილს, ფერთა შეხამებას. ამის მიხედვით შეგიძლია გამოიცნო მისი წარსული თუ მომავალი.  
ისე, მოხერხებაც უნდა ასეთი ფერების სამოსის შეძენას. მე ის უფრო არ მომწონს, სააკაშვილის გემოვნება რომ დამკვიდრდა მის გარემოცვაში, რაღაც მაზალო ფერის ჰალსტუხები უკეთია ყველას. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰყავდეს გვერდით მრჩევლები, რომლებიც ეტყვიან, რა ჩაიცვას. საქართველოში ბევრი გემოვნებიანი დიზაინერი და მხატვარია და თუ მოისურვებდა, პრეზიდენტს არ გაუჭირდებოდა მათი მოძებნა.
Alex
10 მარტი 2010 15:55
მე შენ მეცოდები, სადღაც რეზერვაციაში რომ ხარ გამომწყვდეული და იმას ფიქრობ ხვალ რა მოიპარო.
მეცოდება ყველა უუფლებო ემიგრანტი.
რა ვიზების გამარტივებაზეა საუბარი. არავითარი.
ჩვენ კი გვაქვს მრავალწლიანი შენგენ ვიზები, თქვენთვის არ არის საჭირო, ზედმეტ ტვირთად აწვებით ევროპას და სახელს გვიტეხთ!
emigranti
10 მარტი 2010 09:16
კველა მეცოდებიტ მარტლა.
სხვა სტატიები
KvirisPalitra.Ge უძრავი ქონების გერმანული ბანკი  Emporis-ი, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ მსოფლიოს ცათამბჯენების შესახებ აგროვებს, 2000 წლიდან ცათამბჯენებს
KvirisPalitra.Ge ინდოეთში თებერვლის მიწურულს, სავსემთვარეობის დადგომისას, იმართება მეტად უჩვეულო ე.წ. "ფერის ფესტივალი", სახელწოდებით "ჰოლი".
KvirisPalitra.Ge ლონდონში გაიმართა 30-ე საიუბილეო სამეფო მუსიკალური პრემიის - Brit Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც სამივე პრიზი - "საუკეთესო
KvirisPalitra.Ge ყოველწლიურად 1-ელ მარტს, დამოუკიდებლობის დღეს, ტრადიციულ კორეულ სპეტაკ სამოსში გამოწყობილი ათიათასობით კორეელი საზეიმო
KvirisPalitra.Ge ავსტრალიაში სკანდალურმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა სიდნეის ოპერის თეატრთან მოაწყო მორიგი გრანდიოზული შიშველი "ფლეშ-მობი"
KvirisPalitra.Ge საფრანგეთში 27 თებერვალს გამართულ ევროპული კინოს ჯილდოების” (European Film  Awards) გადაცემის ცერემონიაზე ფრანგმა მსახიობმა, მოდელმა და
KvirisPalitra.Ge ჰანოვერის დიდ ბაზრობაზე საოფისე და საკანცელარიო  საქონლის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ფირმამ უჩვეულო სარეკლამო ხერხი მოიგონა - მისი
KvirisPalitra.Ge ბოლოს და ბოლოს, ლეგო იმდენად პოპულარული გახდა, რომ კომპანია Abgc-მ მისგან ნამდვილი საოფისე მაგიდაც კი დაამზადა, რომელზეც დიდი
KvirisPalitra.Ge თინა და კუკურა ერთ სოფელში იზრდებოდნენ, მაგრამ სხვადასხვა უბანში, თან კუკურა 5 წლით მაინც იყო უფროსი ქალზე. კუკურამ 8 კლასის მერე აღარ ინდომა სკოლაში სიარული, მამა მძღოლი ჰყავდა და თავადაც იმის სწავლა გადაწყვიტა, რაც სისხლში ჰქონდა გამჯდარი. სრულწლოვანიც არ იყო, კოლმეურნეობის ჯაბახანა სატვირთო მანქანას რომ დაახრიგინებდა აღმა-დაღმა.
KvirisPalitra.Ge პლასტმასის "სუფრის იარაღისგან" დამზადებული თანამედროვე ხელოვნების ასეთი "შედევრები" 10-12 ათას დოლარად იყიდება. ერთი ქანდაკების შექმნას რამდენიმე