სალმა ჰაიეკის 50 მეგობარი - კვირის პალიტრა

სალმა ჰაიეკის 50 მეგობარი

ჰოლივუდის ვარსკვლავი სალმა ჰაიეკი, რომელსაც თავის რანჩოში 50-მდე შინაური ცხოველი ჰყავს, ამბობს, - არ მაღელვებს, თუ სახლში ჩემი საყვარელი ცხოველების გამო არცთუ სასიამოვნო სუნი დგასო.  ახლახან სალმამ ინსტაგრამში თაყვანისმცემლებს ვიდეოთი თავისი 2 თუთიყუში და 2 ძაღლი გააცნო, რომლებიც მასთან ერთად ლოგინში არიან - "სალამი ყველას, ეს ჯაჯა, ტოტო, ბლუ და დივაა". აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავთან ერთად ცხოვრობს 5 ცხენი, 4 ალპაკი, თითო კატა და ზღვის გოჭი, 8 ძაღლი, 5 თუთიყუში, 2 ოქროს თევზი. "კიდევ მყავს ინდაურები, ბაჭიები... ჰო, ჩემი ქმარი ფრანსუა-ანრი პინო ჩემს ცხოველებს უკვე მიეჩვია. მხოლოდ ერთხელ, როცა ზღვის გოჭის მოყვანა დავაპირე, მკითხა - ეს ზღვის გოჭი ნამდვილად გვჭირდებაო? ნამდვილად-მეთქი. და შევახსენე, რომ ჩემს სახლში ზოგი ცხოველი მასზე ადრე ცხოვრობს. სუნს კი რა ვუყოთ. ისინი ხომ ცოცხლები არიან და ტუალეტში დადიან", - აცხადებს მსახიობი.