ფოტოები, რომელსაც ინტერნეტში ტერორისტთა ცოლები აქვეყნებენ - კვირის პალიტრა

ფოტოები, რომელსაც ინტერნეტში ტერორისტთა ცოლები აქვეყნებენ

სოციალურ ქსელში, სირიაში მცხოვრები ტერორისტების ცოლების მიერ გადაღებული ფოტოები ვრცელდება, სადაც უმანკო ახალშობილებს სათამაშოების ნაცვლად, იარაღთან ერთად სძინავთ.

დედები საკუთარი შვილების ფოტოებს ასე უწოდებენ - "პატარა ტერორისტები".

ამ შინაარსის ფოტოები, "ტვიტერზე" დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაწილია იმ ყოველდღიურობის, რომელში ცხოვრებაც ISIS-ის წევრმა ქალებმა აირჩიეს. Buzzfeed-ზეც ერთ-ერთი ტერორისტის ცოლის მიერ გადაღებული სურათები გამოჩნდა, სადაც ის თავის თავს უმ აბულათიფად გვაცნობს.

აბულათიფი მცირეწლოვანი შვილის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელშიც ბავშვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, კბილებამდეა შეიარაღებული და სამოსიც შესაბამისი აცვია. ფოტოზე დედის მინაწერსაც ვკითხულობთ, სადაც ის იმედოვნებს, რომ მისი შვილი მოკლული ტერორისტი მამის კვალს დაადგება და ისეთ მშვენიერ სიკვდილს "დაიმსახურებს", როგორიც მისმა ტერორისტმა მეუღლემ მიიღო.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ  ინტერნეტში"ისლამური ხალიფატის" ტერორისტებმა გაავრცელეს შოკისმომგვრელი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს რუსეთის ორი მოქალაქე 10 წლის ბავშვს როგორ მოაკვლევინეს.

წყარო