აბა, ამათ ჰყოლიათ კულტურის მინისტრი - ვის ჰგონია მსოფლიოს უდიდესი მწერალი ჰამლეტი... - კვირის პალიტრა

აბა, ამათ ჰყოლიათ კულტურის მინისტრი - ვის ჰგონია მსოფლიოს უდიდესი მწერალი ჰამლეტი...

ბოლო დღეებია რუმინეთში კულტურის მინისტრ იონუც ვულპეცკის ნათქვამი იქაური მასმედიის ყურადღების ცენტრშია და როგორც ჩანს, მასზე კიდევ კარგა ხანს ირონიულად ილაპარაკებენ და იხუმრებენ.

როგოგორც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში აჩვენეს, წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონიძიებაზე მისულმა კულტურის მინისტრმა გადაწყვიტა საკუთარი ერუდიცია ეჩვენებინა და დამსწრე საზოგადოებასთან წიგნის დღის მნიშვნელობაზე ელაპარაკა. "ამ დღის მნიშვნელობა, რომელიც დაკავშირებულია კაცობრიობის უდიდეს მწერლებთან სერვანტესთან და ჰამლეტთან, უდიდესია." - განაცხადა ვულპეცკიმ. მოგეხსენებათ, ჰამლეტი მწერალი კი არა, ინგლისელი დრამატურგის, შექსპირის ამავე სახელწოდების პიესის პერსონაჟია, ასე, რომ საწყალი მინისტრი ჟურნალისტებმა, განსაკუთრებით კი ბლოგერებმა კრიტიკის ცეცხლში გაატარეს... წერენ, მინისტრის განათლება აქამდეც ბევრს აეჭვებდა, ამ ნათქვამმა კი საბოლოოდ განამტკიცა ეს ეჭვებიო.