ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა - ახალშობილი პრინცესას პირველი ფოტოები - კვირის პალიტრა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა - ახალშობილი პრინცესას პირველი ფოტოები

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა - უფლისწულ უილიამსა და ქეით მიდლტონს მეორე შვილი შეეძინათ. 25 წლის შემდეგ პირველად, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში გოგონა დაიბადა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, ახალშობილი 3 კილოგრამსა და 700 გრამს იწონის. მიდლტონმა მეორე შვილი სამშობიაროში მიყვანიდან სამ საათში გააჩინა. მთელი ამ დროის განმავლობაში ლონდონში, წმინდა მარიამის ჰოსპიტალისადმი მსოფლიო მედიის ყურადღება ოყო მიპყრობილი. ლონდონში სხვადასხვა ქვეყნიდან ასობით ჟურნალისტი და ტურისტი ჩავიდა. სამშობიაროსთან შეკრებილი ასობით ადამიანისთვის მახარობელმა სპეციალური ტექსტი წაიკითხა, რომლითაც ამცნო მსოფლიოს სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადება.

ლონდონში, წმინდა მარიამის ჰოსპიტალში, პატარას დაბადებიდან რამდენიმე საათში, უფლისწულმა უილიამმა დედიკოსა და ახალშობილი დაიკოს მოსანახულებლად პრინცი ჯორჯი მიიყვანა. 2 წლის ჯორჯის გამოჩენას სამშობიაროსთან შეკრებილების ოვაციები მოჰყვა. უფლისწულებს ღირსეულად ეჭირათ თავი, პატარა ჯორჯი მამის მსგავსად კეთილგანწყობილად მიესალმა მათ სანახავად შეკრებილ საზოგადოებას.

შეგახსენებთ, პრინც უილიამსა და კემბრიჯის ჰერცოგინია ქეთრინს პირველი შვილი - ჯორჯ ალექსანდრე ლუი 2013 წლის 22 ივლისს შეეძინათ.

საზოგადოება კეიტის როგორც პირველ, ასევე მეორე ორსულობასაც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. როგორც "ტელეგრაფი" იუწყება სამეფო ოჯახმა უკვე დატოვა ჰოსპიტალი და პატარა პრინცესა, რომელის პირველი ფოტები უკვე გავრცლედა, შინაა.