რუსული კოსმოსური ხომალდი წყნარ ოკეანეში ჩავარდა - კვირის პალიტრა

რუსული კოსმოსური ხომალდი წყნარ ოკეანეში ჩავარდა

რუსული კოსმოსური ხომალდი Pროგრესს M-27M, რომელმაც კატასტროფა გასულ კვირას, გაშვებიდან მალევე განიცადა, ნამსხვრევების სახით წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

"ბიბისის" ცნობით, კოსმოსური ხომალდი, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი ტონა ტვირთი უნდა ჩაეტანა, ყახაზეთის კოსმოდრომიდან 28 აპრილს გაუშვეს, თუმცა, მან მალევე დაკარგა კონტროლი.

წუხელ კი, ხომალდი ატმოსფეროში შემოსვლისთანავე აფეთქდა და დედამიწაზე ფრაგმენტების სახით დაბრუნდა. უპილოტო ხომალდს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ექვსი ადამიანისთვის საკვები, წყალი, საწავავი და ტანსაცმელი უნდა ჩაეტანა.

"ინტერპრესნიუსი"