"ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო!" - კვირის პალიტრა

"ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო!"

თავდაცვის ექსმინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე NDI-ის კვლევებს "ფეისბუქგვერდიდან" ეხმაურება. კერძოდ კვლევის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 87% მოწონებას პატრიარქი ილია II იმსახურებს. 52% მოსწონს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 51%-ს კი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია.

ნათი ფანჯიკიძე წერს: "არის ასეთი მაღაზია "კოსტკო" ამერიკაში, სადაც ერთხელ გავაპროტესტე, მე რომ პროდუქტს ვყიდულობდი, რატომ აღარ შემოგაქვთ- თქო. პერსონალმა მიპასუხა, შენ რადგან მოგწონდა და ყიდულობდი, გეგონა ზოგადადაც კარგად იყიდებოდა და ეტყობა არ იყო ასეო. თუმცა მეორე მისვლაზე დამახვედრეს ჩემი საყვარელი გემრიელობა.

ენ-დი-აის კვლევებს არავინ არ ენდობა, მაგრამ მაინც ყველა ნერვიულობს. თავისი მოსაწონი "პროდუქტი" ვისაც არ ხვდება, ის განსაკუთრებით. ხოდა რაღაც ახლა ისე მოხდა, მე რომ ბიჭები მომწონს, ისინი ჩამოატარეს და წამსვე ნდობა გამიჩნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ პატრიარქი პატრიარქია, პრეზიდენტი ბევრად გასაგები სოციალური მოვლენა ჩემთვის, ვიდრე მთავრობის 95% და იმ მესამესთან საერთოდაც ბავშვობიდან ვმეგობრობ, ძალიან კარგი ტიპია.

ხოდა ენდიაი იქით იყოს და აი, "პროსტა ასწორებს" რა..

ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო!

სპილენძის და ალუმინის მედლები არ ითვლება."