მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ათეული - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ათეული

ჟურნალ "ფორბსმა" მორიგი გამოკითხვის თანახმად, 2015 წლის ყველაზე გავლენიანი ასი ქალი დაასახელა.

1. ასეულს სათავეში ზედიზედ მეხუთე წელია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უდგას,

2. მეორე ადგილს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი იკავებს, რომელიც რეიტინგის პირველ ათეულს 2004 წლის შემდეგ არ ტოვებს.

3. ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი.

4. აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჟანეტ იელნენი.

5. "ჯენერალ მოტორსის" გენერალური დირექტორი მერი ბარა.

6. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი.

7. ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი.

8. "ფეისბუქის" დირექტორთა საბჭოს წევრი შერილ სენდბერგი.

9. "იუთუბის" გენერალური დირექტორი სიუზენ ვოჯისკი.

10. აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა.

წყარო