"სააკაშვილი ოდესის გუბერნატორია, ანუ ოდეს-ევსია... პოლიტიკის მითოლოგია, მახათის მაგივრად" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ოდესის გუბერნატორია, ანუ ოდეს-ევსია... პოლიტიკის მითოლოგია, მახათის მაგივრად"

პოეტი პაატა შამუგია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:

"სააკაშვილი ოდესის გუბერნატორია, ანუ ოდეს-ევსია.საქართველო ითაკაა, რომელსაც ოდეს-ევსი ხიფათების მერე უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ შეყოვნდება, რადგან ოდესელი სირინოზები სიმღერით მოაჯადოებენ. ირაკლი შიხიაშვილი, სინამდვილეში, არის ცხენი, ტროას ცხენი, რომელიც ცბიერმა ოდესელმა ოდესევსმა "ოცნებაში" შეაგორა. მის შიგნით იმალება შეიარაღებული კობა ხაბაზი და ახალნაშიმშილევი ირაკლი წერეთელი. ივანიშვილი არის ჰექტორი, რომელიც, მითის თანახმად, აქილევსმა უნდა მოკლას. აქილევსი ვინ იქნება, არ ვიცი. სამაგიეროდ, ცნობილია აქილევსის ქუსლი - ეს არის დავით ნარმანია. მადლიერმა თანაქალაქელებმა მისი ანაბეჭდი "იამკების" სახით თბილისის ყველა ქუჩაში ამოტვიფრეს.

პოლიტიკის მითოლოგია, მახათის მაგივრად"