პრემიერ-მინისტრის ვაჟების - ნიკოლოზისა და ანდრიას ბაქოური არდადეგები - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრის ვაჟების - ნიკოლოზისა და ანდრიას ბაქოური არდადეგები

ბაქო 2015 - პირველი ევროპული თამაშები აზერბაიჯანის დედაქალაქში, 12 იივნისს, ოფიციალურად გაიხსნა.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილებთან და სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრო. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

პრემიერი ცერემონიაზე დასასწრებად, შვილებთან - ნიკოლოზსა და ანდრიასთან ერთად, ევროპული თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაემგზავრა. იხილეთ ფოტოგალერეა, რომელიც პრემიერისა და მისი ვაჟების ბაქოურ ვიზიტს ასახავს.