"მგონი, სპაიდერმენს გავყევი ცოლად, ხალხო" - ირაკლი ალასანიამ მყინვარწვერი დალაშქრა - კვირის პალიტრა

"მგონი, სპაიდერმენს გავყევი ცოლად, ხალხო" - ირაკლი ალასანიამ მყინვარწვერი დალაშქრა

"მალე თუ არ დასაქმდა, მარსს მიადგამს კიბეს და იქიდან მეტყვის ჭიტას"

თავდაცვის ექსმინისტრის, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქში" აქვეყნებს მეუღლის ფოტოებს, წარწერით:

"ამ კაცის უმუშევრობა ხათაბალას მიქმნის. სანამ ჰამაკში ვირწეოდი, რაჭის ცის მონაკვეთზე ვარსკვლავებს ვაკვირდებოდი და მე და მე ვბჭობდით, მთვარე ჭადს გავს თუ რძიან სულგუნს, მყინვარზე აირბინა.

მალე თუ არ დასაქმდა, მარსს მიადგამს კიბეს და იქიდან მეტყვის ჭიტას. მგონი, სპაიდერმენს გავყევი ცოლად, ხალხო!"

ნათია ფანჯიკიძე რაჭაში შვილთან და დასთან, საგერო საქმეთა ექსმინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად ისვენებდა, რის ამსახველ ფოტოებსაც ასევე "ფეისბუქში" აქვეყნებ.

"დილა მშვიდობის და სიხარულის მშვენიერებო. როგორ მივატოვე კედლის გაზეთი. რეპორტაჟები რაჭიდან ვერ იმასვქენი, ინტერნეტი შეგნებულად არ ვიყიდე. გამოვდევნე ხმაური ყურებიდან და ტვინიდან და დავბრუნდი სამყაროს მთლიანობის რწმენით გაძლიერებული.

რაჭა ცხოვრების ფილოსოფიის შეჯამების ადგილია. აქამდე ყოველ წელს უამრავი ახალი დასკვნა გამომქონდა, ვგრძნობდი რამდენი ვისწავლე წინა წლისგან. წელს აღარაფერი ახალი, ტემპი შენელდა, მხოლოდ ერთი ძველი დასკვნა გადავამოწმე და დავაზუსტე თავიდან: პენსიაში აუცილებლად ნაადრევად გავალ და ამ სამოთხის დენდელოზი გავხდები.

სამაგიეროდ კატო ჩანს ჩაფიქრებული ჩემი სამოთხის აივანზე, აშკარად თავის ფილოსოფიას ხვეწავს, პერიოდულად კი საყოველთაო სისუფთავეზე და ჯეროვნად გამოკვებაზე ზრუნავს." - წერს ნათია ფანჯიკიძე