"სილამაზეა შეიცნო თავი და იყო ისეთი, როგორიც ხარ" - რუმინელი ფოტოგრაფის "სილამაზის ატლასში" ქართველი გოგონაც მოხვდა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"სილამაზეა შეიცნო თავი და იყო ისეთი, როგორიც ხარ" - რუმინელი ფოტოგრაფის "სილამაზის ატლასში" ქართველი გოგონაც მოხვდა (ფოტოგალერეა)

რუმინელმა ფოტოგრაფმა მიხაელა ნორაკმა 2 წლის წინ მიატოვა სამსახური და ახალი ცხოვრება დაიწყო.

აიღო ჩანთა, ფოტოაპარატი და მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ წავიდა. მის ობიექტივში ხვდებოდნენ ძირითადად ქალები და გარემო, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ასე დაიბადა მისი პროექტი "სილამაზის ატლასი" - "The Atlas Of Beauty", რომელშიც 37 ეროვნების ლამაზმანის ფოტო შევიდა.. მათ შორისაა ქართველი გოგონაც.

"დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სილამაზე ყველგანაა და ეს არ არის დამოკიდებული არც კოსმეტიკაზე, არც სამოსზე და არც ეროვნებაზე. სილამაზეა შეიცნო თავი და იყო ისეთი, როგორიც ხარ" - ამბობს მიხაელა.

გთავაზობთ 15 გამორჩეულ ფოტოს "სილამაზის ატლასიდან"

იხილეთ ფოტოგალერეა