სკოლისკენ მიმავალი ყველაზე სახიფათო გზები მსოფლიოში (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

სკოლისკენ მიმავალი ყველაზე სახიფათო გზები მსოფლიოში (ფოტოგალერეა)

სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, აქტუალური ხდება საკანცელარიო ნივთებისა, თუ სკოლის უნიფორმების შეძენა. მიუხედავად ამ საკითხებისა, ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვებს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, ვიდრე ლამაზ გარეკნიანი რვეულებისა და კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შეძენაა.

არსებობს ქვეყნები სადაც, დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც კი კილომეტრებს გადიან ურთულეს გზებზე, რათა მერხს მიუსხდნენ და ანბანი ისწავლონ. ეს მათთვის მიუწვდომელ ფუფუნებას წარმოადგენს. მათი ყოველი დღე სათავგადასავლო ჟანრის წიგნებში აღწერილი ისტორიების მსგავსია, უნდა გადალახონ მდინარეები, გაიარონ ხის ფესვებისგან შექმნილი უზარმაზარი, სახიფათო ხიდები და კლდის საცალფეხო ბილიკები, იარონ ტყე-ტყე და ა.შ

გთავაზობთ 20 ფოტოს, რომელიც ასახავს სკოლისკენ მიმავალ  ყველაზე სახიფათო გზებს.

იხილეთ ფოტოგალერეა