როცა პოლიტიკოსები ვარჯიშობენ, ანუ პუტინის 1425 - დოლარიანი სპორტული შარვალი (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

როცა პოლიტიკოსები ვარჯიშობენ, ანუ პუტინის 1425 - დოლარიანი სპორტული შარვალი (ფოტოგალერეა)

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის კვირის გამამხნევებელმა ვარჯიშმა მსოფლიო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. (ფოტოგალერეა)

მორიგი პიარისთვის გათვლილმა კადრებმა წამყვანი მედიასაშულებები მოიარა, თუმცა რუსული საიტები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პუტინის მაჩოს იმიჯის ნაცვლად, იმ სპორტული შარვლის ფასს განიხილავენ, რომელიც ვარჯიშისას აცვია.

საქმე ისაა, რომ პუტინს საკმაოდ ძვირადღირებული სპორტული შარვლითაა შემოსილი, რომელის ფასიც დაახლოებით 82,5 ათასი რუბლია (1425 $ ). რუსი ინტერნეტმომხმარებლები აღშფოთებულები წერენ, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, სადაც ეკონომიკური ვითარება დღითიდღე უარესდება, ასეთი ფუფუნების უფლება არ აქვს. მოკლედ, პუტინის შარვალმა მისი პრესმდივნის პესკოვის ძვირადღირებულ საათზე ნაკლები რეზონანსი არ გამოიწვია.

როგორც ბი-ბი-სი წერს, გაცილებით მოკრძალბულია იმ სპორტული კოსტიუმის ფასი, რომელიც პრემიერ მედვედევს აცვია, სულ რაღაც 2800 რუბლი, რაც 42 დოლარის ეკვივალენტია. გამოცემა იქვე აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერის ფოტოს, სადაც ის 45 დოლარიან "ადიდასის" მარკის სპორტულ კოსტიუმშია გამოწყობილი

ვლადიმერ პუტინი დიდი ხანია მაჩოს იმიჯის შექმანს ცდილობს, აწყობს ფოტოსესიებს თევზაობის, ცხენით ჯირითისა თუ ძიუდოთი გართობის დროს.

ჯანსაღი ცხოვრების წესის აფიშირებას პიარისთვის პოლიტიკოსები ხშირად მიმართავენ, რიგ შემთხვევაში კი ისინი პაპარაცების მსხვერპლნიც ხდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა