მიგრანტთა სიკვდილის გზა ევროპისკენ (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

მიგრანტთა სიკვდილის გზა ევროპისკენ (ფოტოგალერეა)

მსოფლიო შეძრა თურქეთის სანაპიროსთან, ბოდრუმში წყლის გამორიყული, სირიელი, 3 წლის ალიან კურდის ტრაგედიამ, რომელიც დედასთან და 5 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა. (ფოტოგალერეა)

ბოლო ხანს გახშირდა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების დაღუპვის შემთხვევები. ეს ადამიანები ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკიდან და სირიიდან არიან, ისინი გაურბიან ომსა და კონფლიქტებს და ცდილობენ ოჯახისა თუ საკუთარი თავის გადარჩენას. ამ სიტუაციის გამო გასული თვეების განმავლობაში ხმელთაშუა ზღვაში რამდენიმე კატასტროფა დაფიქსირდა, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია აპრილის ბოლოს მოხდა, როცა ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირულ გემზე მყოფი 700- მდე ადამიანიდან მხოლოდ 28-ის გადარჩენა მოხერხდა.

დაძაბული სიტუაციაა ავსტრიის, ბულგარეთის, სერბეთის და ევროპის სხვა ქვეყნების საზღვარზე, სიკვდილს გამოქცეული სირიელი მიგრანტები, ცდილობენ უკანონოდ გადაკვეთონ საზღვრები, უნგრეთის პოლიციის მიერ გარცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულია სამი ბულგარელი და ერთი ავღანელი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ემიგრანტების უკანონო გადმოყვანის ხელშეწყობაში. -წერს CNN-ი.

ამ ცოტა ხნის წინ, ავსტრიაში, სატვირთო მანქანის საბარგულში ჰაერის უკმარისობის გამო დაღუპული 71 ადამიანი იპოვეს, მათგან 4 მცირეწლოვანი ბავშვი იყო. სახელმწიფო წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღეში დაახლოებით 3,000-მდე სატვირთი მანქანა კვეთს საავტომობილო მაგისტრალს და ყოველი მათგანის შემოწმება შეუძლებელია.

გთავაზობთ ფოტოებს, რომელშიც მიგრანტთა გასაჭირია ასახული

ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: