ფირზე ასახული დროის გარდასახვა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ფირზე ასახული დროის გარდასახვა (ფოტოგალერეა)

ამერიკელი ფოტოგრაფი რიჩარდ სილვერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თავისი უნიკალური ფოტოებით.

ის განსხვავებულად აღიქვამს სივრცეს და ასევე დროის განსაკუთრებული ხედვა აქვს. მის პანორამებში სივრცე სრულიად იპყრობს ადამიანის თვალს და გონებას. ხოლო პროექტით, რომელიც ფირზე დროის გარდასახვას აღბეჭდავს - "TIME SLICE ", ანუ დროის ნატეხები, ასახავს ერთი და იგივე ობიექტს დღის სხვადასხვა მომენტში. შემდეგ ფოტოგრაფმა შეაერთა ობიექტივით აღქმული დღისა და ღამის ფოტოები, მის ხელოვნებაში წარსული და მომავალი ერთად არსებობენ და არა ცალ-ცალკე. ფოტოგრაფი ცდილობს დაგვანახოს დროის გარდამავლობა, რომელსაც ადამიანები ვხედავთ ჩვენი თვალსაწიერით და ასევე ეს პროექტი მტკიცებაა იმ თეორიისა, რომელიც დროის უსასრულობას აღწერს.

გთავაზობთ რიჩარდ სილვერის პროექტში შესულ 13 ფოტოს

(ფოტოგალერეა)