ობამა, მერკელი, აჰმადინეჯადი… და დალაი ლამაც კი… - პოლიტიკური სელფომანია (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

ობამა, მერკელი, აჰმადინეჯადი… და დალაი ლამაც კი… - პოლიტიკური სელფომანია (ფოტოგალერეა)

შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ქსელი გაჯერებულია მომხმარებელათა ავტოფოტოპორტრეტებით, ე.წ. სელფებით, ქუჩაში უკვე ჩვეულებრივი ამბავია სელფის ჯოხებით მოსეირნე ადამიანები, რომლებიც ფოტოს გადაღებას რიგით გამვლელს უკვე აღარ სთხოვენ და საკუთრი აიფონებისა თუ სმართფონების ობიექტივის წინ კეკლუცობენ.

მოდას არც პოლიტიკოსების ჩამორჩნენ, რომლებიც საკუთარ სელფებს ხშირად აქვეყნებენ "ტვიტერისა" თუ "ფეისბუქის" საშუალებით. ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ყოფილი თუ ამჟამინდელი ლიდერების სელფები მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში არაერთხელ აღმოჩნდა. (ფოტოგალერეა)

ამბობენ, რომ სლეფის გადაღებაზე უარს თითქმის არასდროს ამბობენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და დიდ ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი... ნელსონ მანდელას დაკრძალვაზე, მათმა დანიის პრემიერ-მინისტრ ჰელე ტორნინგ შმიტთან ერთად გადაღებულმა სელფებმა  იმჟამად ინტერნეტი ააფეთქა. ინტერნეტსივრცეში ირანის ექპრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადისა, რომის პაპის ფრანცისკისა და დალაი ლამას სელფებსაც კი გადავწყდით.

მაშ ასე, ჩვენ ეს ფოტოები შევკრიბეთ და ერთ ფოტოგალერეად გთავაზობთ, რომელშიც ქართველ სელფონამ პოლიტიკოსებსაც იპოვით.