პოლიტიკოს ქალთა დედაშვილობა (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

პოლიტიკოს ქალთა დედაშვილობა (ფოტოგალერეა)

2010 წელს იტალიელი დეპუტატი ლიჩია რონზული ევროპარლამენტის სხდომაზე, ახალშობილ ვიქტორიასთან ერთად, გამოცხადდა. გოგონა სულ რაღაც 44 დღის იყო, როდესაც ევროპარლამენტის დარბაზში დედასთან ერთად დაიწყო "მუშაობა". მომხდარი ერთდროულად მოულოდნელიც იყო და ამაღელვებელიც. (იხილეთ ფოტოგალერეა)

ლიჩიას თქმით, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო - მას სესიების გაცდენა არ უნდოდა, ამავდროულად სურდა ბავშვი ბუნებრივად გამოეკვება. ლიჩია რონზულიმ ეს მომდევნო წლებში უკვე წესად და ერთგვარ აქციადაც ექცა, პატარა ვიქტორია, დედასთან ერთად, ყოველ წელს ევროპარლამენტის სტუმარია. ზოგიერთები რონზულის ადანაშაულებს, რომ ბავშვის ხარჯზე იკეთებს კარიერას, თუმცა თავად ქალი ამბობს, რომ ამგვარად ცდილობს საზოგადოების ყურადღება მომუშავე დედების პრობლემებისადმი მიაპყროს. ევროპის ბევრ ქვეყანაში მეტისმეტად მცირე ხანს გრძელდება დეკრეტული შვებულება. სამსახურების უმეტესობაში კი სულაც არ არის ასეთი "ფუფუნება", რომ დედამ შვილი თან წაიყვანოს. ევროპარლამენტს აქვს მოქნილი წესები, რომელიც არ უკრძალავს დედებს ამგვარ ქმედებებს.

ასეა თუ ისე, ევროპარლამენტის დარბაზში პატარას ყოფნა, აშკარად უფრო დადებითად აისახება ასეთი მაღალი დონის ფორუმის მუშაობაზე, ვიდრე უარყოფითად.

ისე, კი ზოგადად პოლიტიკოსები შვილებს ხშირად საკმაოდ ოსტატურად იყენებენ საკუთარ პიარკამპანიებში.  დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერ-მინისტრს, "რკინის ლედად" წოდებულ მარგარეტ ტეტჩერს ტყუპი ქალ-ვაჟი - კაროლი და მარკი 1953 წელს შეეძინა.

ოჯახური მდგომარეობა ტეტჩერმა პოლიტიკური კარიერისთვის ბრწყინვალედ გამოიყენა. 1959 წელს თემთა პალატაში არჩევნების დროს, მარგარეტი კენჭს ფინჩლის ოლქიდან იყრიდა. საარჩევნო კამპანიისას, აქცენტი იმაზე კეთდებოდა, რომ ბრწყინვალე პოლიტიკოსის გარდა, ტეტჩერი ორი შვილის დედა და მშვენიერი დიასახლისი იყო. მიუხედავად ფინანსური უზრუნველყოფისა, "მეგი" თავად განაგებდა ოჯახურ საქმეებს და საკმაოდ კარგადაც ართმევდა თავს. მარგარეტმა უარი თქვა მზარეულსა და სახლის მმართველზე. თავად ამზადებდა სადილს, თავადვე უმასპინძლდებოდა სტუმრებს ყავით და რეცხავდა ჭურჭელს თავის პატარა სამზარეულოში- დაუნინგ-სთრითის #10-ში. თუმცა შესაძალო ესც პოლიტიკური პიარისთვის შექმნილი ისტორია იყო.

პოლიტისკის მიღმა ის საკმაოდ ყურადღებიანი და მზრუნველი დედა იყო, ამბობენ, "რკინის" ქალბატონს ცრემლები მხოლოდ ერთხელ შეამჩნიეს, როდესაც აფრიკაში, რალიში მონაწილეობისთვის წასული ვაჟიშვილისგან შეტყობინებამ დაიგვიანა.

მაშ, ასე: გთავაზობთ უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი ქალების ფოტოებს შვილებთან ერთად.

ფოტოგალერეა